დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/11/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.142.016242 |
|
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 დეკემბრის №47 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 01/01/2019, 190020020.35.142.016224 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10766.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 272.6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 185.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4,961,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7,990,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8.010,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2,230,8 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2,230,8 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2,230,8 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -25.3 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 773.3 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. 3. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის საფუძველზე „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ . ა) საჯარო სკოლების მოსწავლების ტრანსპორტით უზრუნხელობა – 46.2 ათასი ლარი; ბ) სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება – 550,3 ათასი ლარი.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
|
თავი II
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2021 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები
|
მუხლი 16.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები შეესაბამებოდეს სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პროგრამის აღწერა: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ადგილობრივი მნიშვნელობის დაახლოებით 125 კმ. გზა. საიდანაც მხოლოდ15 პროცენტი აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს, ხოლო დანარჩენი ექვემდებარება შემდგომ რეაბილიტაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე ასეთ გზებზე გადაადგილებისას მოსახლეობას უწევს არაკომფორტულად და ხანგრძლივი დროით მგზავრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე იგეგმება ადგილობრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია და არსებულის მოვლა-შენახვა.
1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები შეესაბამებოდეს სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პროგრამის აღწერა: ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია, გზების მოვლა-შენახვისა და ზამთრის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 90 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შეფასების ინდიკატორები: სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული გზების ხვედრითი წილი მთლიანი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების საერთო მოცულობაში. მოსახლეობის კმაყოფილება. 1. ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური სერვისების გამართული ფუნქციონირება და ამ სერვისებით მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა. პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს წყლის სისტემების, საკანალიზაციო სისტემის, გარე განათების, და დასუფთავების სერვისების მიწოდებას, გარე განათების რეაბილიტაციას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების ფასადების და სახურავების რეაბილიტაციას, არსებული სიტუაციით, მუნიციპალიტეტში სრულად ვერ ხდება აღნიშნული სერვისების ხარისხიანი მიწოდება მოსახლეობისათვის. რისთვისაც საჭიროა აღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორები: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მოსახლეობის ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში. მოსახლეობის კმაყოფილება. 2.2.1 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: საკანალიზაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება უშუალოდ ქალაქ ნინოწმინდის საკანალიზაციო სისტემის მიწოდების ხელშეწყობა, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციაზე გახარჯული ღირებულების გადახდა. -ქ. ნინოწმინდის საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: ხარისხიანი საკანალიზაციო სისტემით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორები: სტანდარტების შესაბამისი საკანალიზაციო სისტემით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა. მოსახლეობის კმაყოფილება. 2.2.2 წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის მიზანი: წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ხელშეწყობა, სოფ. სათხა, განძა, ფოკა პატარა გონდრიო და დიდი კონდურის ჯიგრაშენი. რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პირუტყვის სასმელი წყლის აბაზანების რეაბილიტაცია. სოფ. სპასოვკის, სოფ. ეშტის წღალსადენის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორები: წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა. მოსახლეობის კმაყოფილება. 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის(6500 მ3) და ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება-გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის დასუფთავება. მოსალოდნელი შედეგი: დასუფთავებული ტერიტორია და გაუმჯობესებული სანიტარიული მდგომარეობა. შეფასების ინდიკატორები: გატანილი ნარჩენების საერთო რაოდენობა. მოსახლეობის კმაყოფილება. 2.2.4 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის მიზანი: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერტორიაზე არსებული გარე განათების სტრუქტურის მოვლა-პატრონობა მთელი წლის განმავლობაში. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: განათებული ტერიტორია. შეფასების ინდიკატორები: სანათი წერტილების რაოდენობა, რომელთაც გაეწია მომსახურება. მოსახლეობის კმაყოფილება. 2.2.5 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის მიზანი: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია-დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა პატრონობის ხარჯების უზრუნველყოფა ქ. ნინოწმინდაში, სოფლებში: ფოკა, გორილოვკა, ჟდანოვაკან, ტამბოვკა, ვლადიმიროვკა, დიდი ხანჩალი, კატნატუ, განძა, პატარა გონდრიო, პატარა ხორენია. ნინოწმინდის მუნიციპოლიტეტის გარე განათების ქსელის საექსპერტიზო მომსახურება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: განათებული ტერიტორია. შეფასების ინდიკატორები: სანათი წერტილების რაოდენობა, რომელთაც გაეწია მომსახურება. მოსახლეობის კმაყოფილება. 2.2.6 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის მიზანი: მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ნინოწმინდაში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების (თავისულების ქუჩა №54, თავისულების ქუჩა №56, თავისულების ქუჩა №12, კამოს ქუჩა №29, პუშკინის ქუჩა №96 და პუშკინის ქუჩა №96 ა.) სახურავების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: კომფორტით უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ტერიტორია. შეფასების ინდიკატორები: მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების რაოდენობა, რომელთაც გაეწია მომსახურება. მოსახლეობის კმაყოფილება. 2. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და განხორციელებული კეთილმოწყობის ღონისძიებების ხარისხიანობის უზრუნველყოფა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული ობიექტების. სოფლებში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ხარისხიანი ჩატარებული კეთილმოწყობითი ღონისძიებები. შეფასების ინდიკატორები: შესწავლილი კეთიმოწყობის ღონისძიებების რაოდენობა. 2.3.1 რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია, სპორტული დარბაზის და სხვა ობიექტების მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა. – სოფ. განძის, სოფ. ჟდანოვაკანის, სოფ. უჩმანის, სოფ. ოროჯალარის რიტუალების სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია; – სოფ. სპასოვკის რიტუალის სახლის ინვენტარის შეძენა; – ქ. ნინოწმინდის 1 სპორტული მოედანის რეაბილიტაცია; – ქ. ნინოწმინდის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია; – ქ. ნინოწმინდის სპორტული სკოლის ინვენტარის შეძენა; – სოფ. სპასოვკის, სოფ. გორილოვკის და დ. ხანჩალის მინისპორტული მოედნების რეაბილიტაცია; – სოფ. საღამოს სპორტული მოედნის მშენებლობა; – დ. არაგიალის, სპორტული მოედნის მშენებლობა; – სოფ. სათხის, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია; – სოფ. განძის სპორტული დარბაზის მშენობლება; – სოფ. განძის საბავშო ბაღის გაზაფიკაცია და გათბობის სისტემის მშენობლება.; – ქ. ნინოწმინდის, სოფ. დილიფის და სოფ. განძის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია; – სოფ. ეშტიის რიტუალების სახლის რეაბილიტაცია; – სოფ. ჯიგრაშენის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; – სოფ. გორილოვკის №3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია; – ქ. ნინოწმინდის ძველი ბაზარის მშენებლობა; – სოფ. პ. არაგიალის, განძის, ქ. ნინოწმინდის მინისპორტული მოედნის მშენებლობა; – სოფ. ჟდანოვაკანის რიტუალური სახლის მშენებლობა; – სპორტული სკოლის გაზის ბოილერები შეძენა და მანტაჟი; – ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია; – სოფ. კაურმის სპორტული დარბაძის მშენებლობა; – სოფ. სპასოვკის კლუბის მშენებლობა; – სოფ. საღამოს გაზის შეძენა და მონტაჟი; – სოფ. ორილოვკის საჯარო სკოლის დემონტაჟი და ტერიტორის გასუფთავება; – ვაჰან ტერიანის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია; – ქ. ნინოწმინდის №3 საჯარო სკოლის კარ-ფანჯრის რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის რეაბილიტაცია, სველი წერტილის მშენებლობა; – სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის სველი წერტილის მშენებლობა; – სოფელ ფოკის საჯარო სკოლის სველი წერტილის მშენებლობა და გათბობის სისტემის მშენებლობა; – სოფელ გორელოვკის №2 საჯარო სკოლის სველი წერტილის მშენებლობა; – სოფელ დილითის საჯარო სკოლის სველი წერტილის მშენებლობა; – სოფელ საღამოს საჯარო სკოლის სახურავების რეაბილიტაცია, სველი წერტილის მშენებლობა – სოფელ პ. კონდურის საჯარო სკოლის სველი წერტილის მშენებლობა; – სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის სველი წერტილის მშენებლობა; – ქ. ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლის სახურავების რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის რებილიტაცია, სველი წერტილის მშენებლობა; – სოფ. სათხის ამბულატორის რეაბილიტაცია; – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს-სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა; – სოფ. მამწვარის ამბულატორის რეაბილიტაცია; – სოფ. ჟდანოვის ამბულატორის რეაბილიტაცია; – სოფ. დიდი ხანჩალის ამბულატორის რეაბილიტაცია; – სოფ. ჯიგრაშენის ამბულატორის რეაბილიტაცია; – სოფ. დიდი კონდურის ამბულატორის რეაბილიტაცია; – სოფ. დიდი არაქალის ამბულატორის რეაბილიტაცია; – სოფ. ტამბოვკის ამბულატორის რეაბილიტაცია; – სოფ. თორის ამბულატორის რეაბილიტაცია; – სოფ. პატარა ხანჩალის ამბულატორის რეაბილიტაცია; – სოფ. დიდი კონდურის ჩამდინარე წყლების აცილებისათვის შეძენელი მილები; – დაუმთავრებელი ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი; – ქ. ნინოწმინდის რიტუალი სახლის რეაბილიტაცია; – სოფ. პატარა გონდრიოს სანიაღვრე არხის მშენებლობა; – ნინოწმინდის მუნიციპოლიტეტის სხვადასხვა მშენებლობების საექსპერტიზო მომსახურება; – სოფ. რადიონოვკის სპორტ დარბაზის რეაბილიტაცია; – სოფ. განძის რიტუალ სახლის რეაბილიტაცია; – საკომუნიკაციო ელემენტის გადატანა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კეთილმოწყობილი საყოფაცხოვრებო პირობები და მოსახლეობის დაკმაყოფილების დონის ამაღლება შეფასების ინდიკატორები: ინფრასტრუქტურული ობიექტები მსახურების დონის ამაღლება მოსახლეობისათვის 2.3.2 ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა ადმინისტრაციული შენობების, რაც ითვალისწინებს სარემონტო საქმიანობას. მოსალოდნელი შედეგი: ხარისხიანი ჩატარებული კეთილმოწყობითი ღონისძიებები. შეფასების ინდიკატორები: შესწავლილი კეთიმოწყობის ღონისძიებების რაოდენობა. 2.3.3 ქ. ნინოწმინდაში რადარების მონტაძი(პროგრამული კოდი 03 03 03) – საგზაო კამერების შეძენა. 2.3.4 ქ. ნინოწმინდაში შუქნიშნების და ტრაფარეტების დამონტაჟება (პროგრამული კოდი 03 03 04) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საგზაო ნიშნების და შუქნიშნების რეაბილიტაცია. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქალაქის ადგილობრივი გზების დამონტაჟება შუქნიშნებით. რადგან ქალაქში შეუფერხებელი იყოს მგზავრობა და გადაადგილება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული გზების უზრუნველყოფა. შეფასების ინდიკატორები: სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული გზების რაოდენობა. 2.3.5 ქ. ნინოწმინდაში ტროტუარების კეთილმოწყობა და ძველი ბაზრისშეკეთება (პროგრამული კოდი 03 03 05 პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტროტუარების შეკეთება. – დ.აღმაშენენებლის ქუჩის ტროტუარების მოასფალტება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქალაქის ადგილობრივი გზების ტროტუარების რეაბილიტაცია, და ასევე ბაზრის შეკეთება. რადგან ქალაქში შეუფერხებელი იყოს მგზავრობა და პრდუქტების ყიდვა/გაყიდვა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული გზების და ბაზრის უზრუნველყოფა. შეფასების ინდიკატორები: სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული გზების, ბაზრის რაოდენობა. 2. სოფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობის სოციალ ეკონომიკური დონის ამაღლება. სოფელი სამება – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია . სოფელი ჟდანოვაკან – პირუტყვის სასმელი წყლის ავზების რეაბილიტაცია . სოფელი გორელოვკა – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია . სოფელი სპასოვკა – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია. სოფელი ორლოვკა – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია. სოფელი ეფრემოვკა – სოფლის სახლისათვის ინვენტარის შეძენა . სოფელი დიდი გონდრიო – სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. სოფელი პატარა გონდრიო – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია . სოფელი დილითი – სოფლის სასაფლაოსათვის ინვენტარის შესანახი შენობის მშენებლობა. სოფელი ყულალისი – სპორტული მოედნის რეაბილიტაცია . სოფელი ყულალისი – სასაფლაოს შემოღობვა. სოფელი მამწვარა – თავშეყრის ადგილის მოწყობა . სოფელი მამწვარა – შიდა გზების რეაბილიტაცია . სოფელი სათხა – სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია . სოფელი პატარა არაქალი-სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია . სოფელი ოროჯალარი – სკოლის ეზოს მოწყობა . სოფელი ოროჯალარი – გარე განათების მოწყობა . სოფელი დიდი არაქალი – გარე განათების მოწყობა . სოფელი დიდი ხანჩალი – სასაფლაოს შემოღობვა. სოფელი პატარა ხანჩალი – შიდა გზების რეაბილიტაცია. სოფელი პატარა ხანჩალი – გარე განათების მოწყობა . სოფელი კათნატუ – -პირუტყვის სასმელი წყლის დასალევი ავზების რეაბილიტაცია. სოფელი ფოკა – წყალსადენის სისტემისათვის ტუმბოს შეძენა . სოფელი ფოკა – გარე განათების მოწყობა . სოფელი ვლადიმიროვკა – შიდა გზების რეაბილიტაცია . სოფელი განძა – შიდა გზების რეაბილიტაცია . სოფელი განძა – სასმელი წყლის აბაზანების რეაბილიტაცია . სოფელი საღამო – სასმელი წყლის მილების შეძენა . სოფელი საღამო – სოფლის ხიდების რეაბილიტაცია. სოფელი თორია – სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. სოფელი ეშტია – ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია. სოფელი ეშტია – სოფლის ხიდების რეაბილიტაცია. სოფელი ყაურმა – სპორტული დარბაზის მშენებლობა. სოფელი უჩმანა – სანიარღვე არხის მოწყობა. სოფელი როდიონოვკა – სპორტული ინვენტარის შეძენა. სოფელი როდიონოვკა – კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაცია. სოფელი ტამბოვკა – შიდა გზების რეაბილიტაცია. სოფელი ასპარა – შიდა გზების რეაბილიტაცია . სოფელი ჯიგრაშენ – შიდა გზების რეაბილიტაცია. სოფელი პატარა ხორენია – წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია . სოფელი პატარა ხორენია – სპორტული დარბაზისათის ინვენტარის შეძენა. პროგრამის აღწერა: პროგრამით გათვალისწინებულია სოფლების შიდა გზების მოხრეშვა, წყალსადენი სისტემების და გარე განათების მოწყობა, სპორტული და სხვა ინვენტარის შეძენა, სპორტლი მოედნების, კულტურის ობიექტების და ადმინისტრაციული შენობებბის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული სასმელი წყლის სისტემები, ნათელი მულიციპალიტეტი, ახალგაზრდობის დაკავების ადგილები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. 3.1. სკოლამდელი განათლება-საბავშვო ბაღი „წიწერნაკ“ (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა-ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც ბაღების გახსნისთვის შესაბამისი კონტიგენტი არის და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. ქალაქის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ა(ა)იპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებს საბავშვო ბაღთა გაერთიანება, სადაც შედის 9 სოფლის ბაღი, სკოლამდელ განათლებას იღებს 735 ბავშვი. ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და ბაღების გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ბაღების მშენებლობა. საბავშვო ბაღებში სწავლა უფასოა, აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ბავშვების სკოლისთვის მზაობა. შეფასების ინდიკატორები: სკოლისთვის მზად მყოფი ბავშვების ხვედრითი წილი. კმაყოფილი მოსახლეობა. 3.2 საბავშვო ბაღი „ძნწაღიკ“ (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა-ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც ბაღების გახსნისთვის შესაბამისი კონტიგენტი არის და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. ქალაქის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა. პროგრამის აღწერა: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი „ძნწაღიკ“ სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 140 ბავშვი.პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და ბაღების გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ბაღების მშენებლობა. საბავშვო ბაღებში სწავლა უფასოა, აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ბავშვების სკოლისთვის მზაობა. შეფასების ინდიკატორები: სკოლისთვის მზად მყოფი ბავშვების ხვედრითი წილი. კმაყოფილი მოსახლეობა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, რელიგიისა და საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის ასპარეზობებში. 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ასევე განხორცელდება სტადიონის მოვლა პატრონობის ხარჯების დაფინანსება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობის დაინტერესება ჯანსაღი სპორტული წესით და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ზრდა. შეფასების ინდიკატორები: სპორტულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები მათ შორის: ფრენბურთი, მ. ჩოგბურთი, სასკოლო ოლიმპიადა, კარატე, ფუტსალი, მკლავჭიდი, ფეხბურთი, ჭადრაკი, სათხი, ჭიდაობა, მასობრივი ღონისძიება, ბილლიარდი, ათლეტიკა, რეგბი, სრულად სომხური სპორტული თამაშები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობის დაინტერესება ჯანსაღი სპორტული წესით და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ზრდა. შეფასების ინდიკატორები: სპორტულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.1.2 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ნინოწმინდის კომპლექსური სასპორტო სკოლას“ 200-მდე სპორტსმენის დაფინანსებას. გაერთიანება მოიცავს სპორტის 12 სახეობას და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას, საფეხბურთო კლუბი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობის დაინტერესება ჯანსაღი სპორტული წესით და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ზრდა. შეფასების ინდიკატორები: სპორტულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის კულტურული ღონისძიებებით დაინტერესება, მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება და ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის შენაჩუნება და განვითარება. შეფასების ინდიკატორები: კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.2.1 კულტურის სახლების, ისტორიული ნაგებობების, მუზეუმების და კლუბები (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის კულტურული ღონისძიებებით დაინტერესება, მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება და ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ააიპ „კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის შენაჩუნება და განვითარება. შეფასების ინდიკატორები: კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.2.2 ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 02) პროგრამის მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნების ინტერესების შესწავლას და ანალიზს, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნა.მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ასევე ბიბლიოთეკა ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: ქალაქის და სოფლის ბიბლიოთეკების ხელშეწყობას; წიგნადი ფონდის შევსებას თანამედროვე ლიტერატურით და დაკომპლექტებას ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ითვალისწინებს კულტურული ობიქტების მოძიებას. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ნინოწმინდის მთავარი ბიბლიოთეკა“ სადაც ხდება ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება, დაკომპლეკტება და სრული აღრიცხვა. ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: საბიბლიოთეკო წიგნების ფონდის განახლების გზით მოსახლეობის წიგნებისადმი დაინტერესება. შეფასების ინდიკატორები: კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.2.3 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის კულტურული ღონისძიებებით დაინტერესება, მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება. პროგრამის აღწერა: ქალაქ ნინოწმინდაში ფუნქციონირებს სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულება, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე, მათ შორის სამხატვრო, ქარგვის, ქსოვის, კერვის და სხვა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის შენაჩუნება და განვითარება. შეფასების ინდიკატორები: კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.2.4 მუსიკალური კოლექტივები (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის კულტურული ღონისძიებებით დაინტერესება, მოსწავლეთა თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება, მუსიკალური კუთხით განვითარება. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 160 მოსწავლე. პროგრამის მიზანია მისცეს მოსწავლეება დაწყებითი სამუსიკო განათლება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუსიკის სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის შენაჩუნება და განვითარება. შეფასების ინდიკატორები: მუსიკალური ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.2.5 ვაჰან ტერიანის სახელობის მუზეუმი(პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის კულტურული ღონისძიებებით დაინტერესება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სოფელ განძის ვაჰან ტერიანის სახელობის მუზეუმი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის შენაჩუნება და ტურიზმის განვითარება. შეფასების ინდიკატორები: კულტურულ ღონისძიებაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.2.6 ქალაქის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის კულტურული ღონისძიებებით დაინტერესება. პროგრამის აღწერა: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქ. ნინოწმინდაში ფუნქციონირებს „ქალაქის მუზეუმი“. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება თანამშრომელთა ანაზაღაურება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის შენაჩუნება და განვითარება. შეფასების ინდიკატორები: კულტურულ ღონისძიებაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.3 ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის პროგრამით განხორციელდება განცხადებებისა და ინფორმაციის გამოქვეყნება პრესაში, ტელევიზიასა და ინტერნეტ პორტალებში, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას. დაფინანსდება სატელევიზიო გადაცემა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ფინანსდება პრესა და ადგილობრივი ტელევიზია, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ცნობიერებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ინფორმაციის სფეროს განვითარების ხელშეწყობა. შეფასების ინდიკატორები: საინფორმაციო პროგრამებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.4 ტრადიციული და კალენდარული სადღესასწაულო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის კულტურული ღონისძიებებით დაინტერესება. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურის, სპორტის, გენდერული თანასწორობის სფეროს განვითარების ხელშეწყობა და განვითარება. შეფასების ინდიკატორები: კულტურული, სპორტის, გენდერული თანასწორობის ღონისძიებაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.5 საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის მიზანი: პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტში ჩატარებული სხვადსხვა ღონისძიებები, მათ შორის:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის შენაჩუნება და განვითარება. შეფასების ინდიკატორები: კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.6 ინტელექტუალური ჩემპიონატი „ეტალონი“(პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის მიზანი: სკოლის მოსწავეთა დაინტერესება აღნიშნული თამაშით პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა თამაშში მონაწილეობის ხარჯების ურზრუველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა. შეფასების ინდიკატორები: განათლების ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 4.7 რელიგია (პროგრამული კოდი 05 07) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია მონასტრების დახმარება, გამართული ფუნქციონირებისათვის. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაფინანსდება სოფელ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ელ.ენერგიისა და გათბობის საწვავის ხარჯები, რომელიც სოფ. ფოკის და ქ. ნინოწმინდის მონასტრებს სუბსიდიის სახით მიეცემათ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ეკლესია მონასტრების ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. შეფასების ინდიკატორები: კმაყოფილი მოსახლეობა. 5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით. გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: საზოგადოებრი ჯანმრთელობის შესახებ კანონით განსაზღვრული დელეგირებული ფუნციების უზრუნველყოფა. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფას და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე გადამდები დაავადების პრევენციის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვა. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; შეფასების ინდიკატორები: დაავადებების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა, დაცული სანიტარიული ღონისძიებების მქონე ობიექტების რაოდენობა. 1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამის მიზანი: საზოგადოებრი ჯანმრთელობის შესახებ კანონით განსაზღვრული დელეგირებული ფუნციების უზრუნველყოფა. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს „აზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე გადამდები დაავადების პრევენციის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვა. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; შეფასების ინდიკატორები: დაავადებების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა, დაცული სანიტარიული ღონისძიებების მქონე ობიექტების რაოდენობა. 5.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2.1 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები -სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სტაციონალურ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებით და არიან სახელმწიფო მხარდაჭერით, დარჩენილი თანხის 50 % -ით თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000 -ს მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა. - პირები რომლებიც ერთიან ბაზაში არ არიან რეგისტრირებული როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახი და საჭიროებენ ამბულატორიულ – და სტაციონალურ სამედიცინო მომსახურეობა დაფინასდებიან დანარჩენი თანხის 40% -ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორიათასს) ლარისა. - დიალეზებით ავადმყოფებს ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე. -ონკოლოგიური პაციენტების (1 და 2 ჯგუფი) ქიმიოთერაპიის რადიოთერაპიისა და წამლების მკურნალობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება განისაზღვროს 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე. -პირებს რომლებსაც აქვთ გენეტიკური გადახრები და ესაჭიროებათ სპეციალური სამედიცინო კვება გაეწიოთ ფინანსური დახმარება 100% -ით არა უმეტეს 2000 ლარისა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2.2 ერთჯერადი ფინანსური დახმარება ორმხრივად და ცალმხრივად ობოლ ბავშვთა ოჯახებს და მრავალწევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2.3 ინვალიდების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები – პირველი ჯგუფის ინვალიდებს, თითოეულს – 50 ლარი; არასრულწლოვან ინვალიდებს, თითოეულს – 150 ლარი სარეიტინგო ქულების გარეშე;
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2.4 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხავა კატეგორიის ადამიანთა დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მონაწილეებს სარიტუალო ხარჯების დასაფარად 500 ლარამდე სარეიტინგო ქულების გარეშე; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2.5 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამულ კოდი 06 02 05) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები – ახალშობილ დედებს რომელმაც რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპოლიტეტის ტერიტორიაზე ერთჯერადად – 300 ლარი სარეიტინგო ქულების გარეშე; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადად; თუ 4-ბავშვია – 300 ლარი სარეიტინგო ქულების გარეშე; თუ 4-ზე მეტია – თითოეულს 50 ლარი სარეიტინგო ქულების გარეშე; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2.7 გაჭირვებული ოჯახებისათვის საწვავის შეძენად (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები – ოჯახებს რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს ერთჯერადად 100 – 300 ლარამდე; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2.8 ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაჭირვებული ოჯახებისათვის (პროგრამული კოდი 06 02 08) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები - ერთჯერადი ფინანსური დახმარება – თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000 – 150 000-ს 100 – 300 ლარამდე განსაკუთრებულ შემთხვებისათვის; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2.9 ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე თითოეულს – 500 ლარი; დანარჩენი კატეგორიებს – 150 ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 6. მმართველობა და თავდაცვა. (პროგრამული კოდი 01 00, 02 00) პრიორიტეტის ფარგლებში გამხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. 6.1. მმართველობა პროგრამის მიზანი: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და კვალიფიციური მუშაობა. პროგრამის აღწერა: პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების მაღალხარისხიანი განხორციელება. შეფასების ინდიკატორები: საჯარო მმართველობის შეფასებისას მაღალი ქულა. კმაყოფილი მოსახლეობა. 6.2. თავდაცვა პროგრამის მიზანი: კანონით განსაზღვრული დელეგირებული ფუნციების უზრუნველყოფა. პროგრამის აღწერა: შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდი ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების მაღალხარისხიანი განხორციელება. შეფასების ინდიკატორები: დელეგირებული ფუნქციის ზედამხედველი ორგანოს შეფასება. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
თავი III
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 18 |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 19 |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 20 |
2019 წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 21 |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 22 |
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 23 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
|
მუხლი 24 |
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
|
მუხლი 25 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
მუხლი 26 |
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 165,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
|
მუხლი 27 |
2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 90,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები