დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 05/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016170 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საჰაერო კოდექსის 91 მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/02/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016135) დამტკიცებულ „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის: ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) ტექნიკური პერსონალი – ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, რომელიც ახორციელებს ტექნიკური საშუალების ექსპლუატაციას, ექსპლუატაციიდან ამოღებას ან/და შეყვანას;“; ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „ჯ“ და „ჰ“ ქვეპუნქტები: „ჯ) აღიარება – პროცესი, რომლის დროსაც სააგენტო, ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით ამოწმებს ტექნიკური საშუალებების აღიარების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის VII თავით დადგენილ მოთხოვნებთან და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ადასტურებს ტექნიკური საშუალების გამოყენების შესაძლებლობას სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფაში; ჰ) მწარმოებელი – ტექნიკური საშუალების ქარხანა-დამამზადებელი.“. 2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს იმ არეალის გადაფარვა ავარიული 121.500 მჰც და საძებნ-სამაშველო 123.100 მჰც რადიოსიხშირეებით, სადაც ის ახორციელებს სააერნაოსნო მობილურ მომსახურებას.“. 3. მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით: ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პირდაპირი წვდომის ხმოვანი ქსელებით; ბ) საავიაციო მეტეოროლოგიურ-ოპერატიული წრედებით, ქსელებით და მაუწყებლობის სისტემებით; გ) სააერნაოსნო ფიქსირებულ კავშირგაბმულობის ქსელით (AFTN); დ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემთან გაცვლის ქსელით (CIDIN); ე) სააერნაოსნო შეტყობინების მართვის სისტემით (AMHS); ვ) შიდაცენტრული კავშირგაბმულობით (ICC)“. 4. 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში საერთაშორისო საზღვრების გასწვრივ ინტეროგატორის (დაკითხვის) იდენტიფიკატორის (II) და სარადიოლოკაციო ამომცნობის (SI) კოდების მინიჭება უნდა განხორციელდეს რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმის შესაბამისად.“. 5. 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის და ბარომეტრული სიმაღლის დადგენას, ასევე დაშორებისა და აზიმუტის აღმოჩენას; ბ) უკანონო ჩარევის და რადიოკავშირის დაკარგვის შესახებ ავარიული კოდების შეტყობინებას, რომელიც ხორციელდება მიზნობრივად გამოყოფილი და დაჯავშნილი „A“ რეჟიმის კოდებით.". 6. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. სარადიოლოკაციო ტექნიკური საშუალებების მახასიათებლების შემოწმების პერიოდულობა და პროცედურა 1. საწარმომ უნდა შეიმუშაოს სარადიოლოკაციო ტექნიკური საშუალებების მომსახურების პროცედურა, რომლითაც მინიმუმ უნდა განისაზღვროს შესამოწმებელი მაჩვენებლები და მათი შემოწმების პერიოდულობა. 2. სარადიოლოკაციო ტექნიკური საშუალების შესამოწმებელი მაჩვენებლების განსაზღვრა და მათი შემოწმების პერიოდულობა დადგენილი უნდა იქნეს მწარმოებლის რეკომენდაციაზე დაყრდნობით. 3. სარადიოლოკაციო მომსახურების ტექნიკურ საშუალებებს უნდა ჩაუტარდეს როგორც საფრენოსნო, ასევე მიწისზედა შემოწმება. საფრენოსნო შემოწმების პერიოდულობას ადგენს საწარმო, ხოლო მიწისზედა შემოწმების პერიოდულობა დადგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“. 7. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. სარადიოლოკაციო მონაცემების დამუშავების ავტომატიზებული სისტემა 1. სარადიოლოკაციო მონაცემების წყაროს ხშირ შემთხვევაში უნდა წარმოადგენდეს პირველადი, მეორადი რადიოლოკატორები და ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალებები. აღნიშნული წყაროს მიერ წარმოებული ინფორმაციის დამუშავება უნდა განხორციელდეს სარადიოლოკაციო მონაცემების დამუშავების ავტომატიზებულ სისტემაში, საიდანაც დამუშავებული სარადიოლოკაციო მონაცემები უნდა აისახოს მეთვალყურეს სამუშაო პოზიციაზე დამონტაჟებულ მონიტორზე. 2. სარადიოლოკაციო მონაცემების დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მთავარი ფუნქციებია: ა) დაკვირვება, ინტეროგაციაში მყოფ საჰაერო ხომალდებისაგან მიღებული რეპორტების კორელაცია უწყვეტი სკანირების საშუალებით; ბ) ტრეკის მდგომარეობით ვექტორის ელემენტების შეფასება, როგორიცაა ადგილმდებარეობა, სიჩქარე მიწის ზედაპირთან მიმართებაში, კურსი და ვერტიკალური სიჩქარე; გ) არასწორი პლოტების ჩახშობა; და დ) ოპერატიული მონიტორის სისტემის ტრეკის მონაცემებით და ასევე შემდეგი ავტომატური ფუნქციებით უზრუნველყოფა: დ.ა) ტრეკის და ფრენების გეგმის კორელაცია; დ.ბ) კონფლიქტის განგაში; და დ.გ) ფრენის ტრაექტორიის მონიტორინგი. 3. სარადიოლოკაციო მონაცემების დამუშავების სისტემის საშუალებით საჰაერო ხომალდზე უწყვეტი დაკვირვება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი დაკვირვების გამოყენებით: ა) მოზაიკური სისტემით; ან ბ) დაკვირვების ე.წ. „ფიუჟენ“ სისტემით; ან გ) ადგილმდებარეობის რეპორტი, ე.წ. „ფიუჟენ“ სისტემით. 4. ინფორმაციის გაცვლა სარადიოლოკაციო საშუალებებსა და სარადიოლოკაციო მონაცემების დამუშავების სისტემასთან უნდა განხორციელდეს ასტერიქსის ფორმატში.“. 8. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. საფრენოსნო მონაცემების დამუშავების ავტომატიზებული სისტემა 1. ტრეკის და ფრენების გეგმის კორელაციის შემდეგ, ფრენების გეგმის ჭდე უნდა დაერთოს მეთვალყურეს სამუშაო პოზიციაზე გამოსახულ შესაბამის ტრეკს. 2. მეთვალყურეს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს ფრენის გეგმის განახლება მანუალურად ან ავტომატურ რეჟიმში.“. 9. ამოღებულ იქნეს 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი. 10. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. შემდგომი სწავლება „1. შემდგომი სწავლება მოიცავს: ა) განმეორებით სწავლებას; ბ) სისტემის/მოწყობილობის განახლების, მოდიფიცირების და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სწავლებებს. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული სწავლების ჩატარებას საწარმო უზრუნველყოფს მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ.“. 11. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საწყისი და მიმდინარე კვალიფიკაციის შეფასების საფეხურებს;“ 12. ამოღებულ იქნეს მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი. 13. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის „VII თავი“. „თავი VII. ტექნიკური საშუალების აღიარება მუხლი 43. ტექნიკური საშუალების აღიარება 1. ტექნიკური საშუალების აღიარებას (აღიარებაზე უარის თქმას) ახორციელებს სააგენტო საწარმოს განცხადების საფუძველზე. 2. თუ ასაღიარებელი ტექნიკური საშუალება ექვემდებარება ფუნქციონალურ სისტემაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ცვლილებას, მაშინ საწარმომ ტექნიკური საშუალების აღიარების მოთხოვნით უნდა მიმართოს სააგენტოს მას შემდეგ, რაც ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების შესახებ ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი წარდგენილია სააგენტოში და სააგენტოსაგან ცვლილების განხორციელების უფლება, წერილობითი გადაწყვეტილების სახით ეცნობა მას. 3. აღიარებას ექვემდებარება შემდეგი ტექნიკური საშუალებები: ა) საავიაციო კავშირგაბმულობის საშუალებები: ა.ა) მიწა-ჰაერი კომუნიკაციის დამყარების მიზნით გამოყენებული რადიოსადგურები; ა.ბ) ხმოვანი საკომუნიკაციო სისტემა (VCS); ა.გ) სააერნაოსნო ფიქსირებული კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) სანავიგაციო საშუალებები: ბ.ა) სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS); ბ.ბ) მიკროტალღური დაფრენის სისტემა (MLS); ბ.გ) მიუმართავი რადიოშუქურა (NDB); ბ.დ) მომნიშვნელი რადიოშუქურა (OM, MM, IM, SCR); ბ.ე) ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურა (VOR, DVOR); ბ.ვ) მანძილსაზომი მოწყობილობა (DME); ბ.ზ) მიწისზედა აუგმენტაციის სისტემა (GBAS) გ) სარადიოლოკაციო საშუალებები: გ.ა) პირველადი რადიოლოკატორი (PSR); გ.ბ) მეორადი რადიოლოკატორი (SSR); გ.გ) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალებები (ADS); გ.დ) მულტილატერალური დაკვირვების საშუალებები (MLAT); გ.ე) ზუსტი შემოსვლის რადიოლოკატორი (PAR); გ.ვ) აეროდრომის ზედაპირზე მოძრაობის დამაფიქსირებელი რადიოლოკატორი (SMR). დ) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებული საშუალებები: დ.ა) ამინდზე დაკვირვების ავტომატიზებული სისტემა; დ.ბ) მეტეოროლოგიური ინფორმაციის მაუწყებლობის ავტომატური საშუალებები; დ.გ) მეტეოროლოგიური სარადიოლოკაციო საშუალებები. ე) საჰაერო მოძრაობის მომსახურების საშუალება: ე.ა) სარადიოლოკაციო მონაცემების დამუშავების ავტომატიზებული სისტემა; ე.ბ) საფრენოსნო მონაცემების დამუშავების ავტომატიზებული სისტემა; 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და თან უნდა ერთოდეს ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების: ა) დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს: ა.ა) მწარმოებლის იურიდიული დასახელება და მისამართი; ა.ბ) ტექნიკური საშუალების გამოშვების თარიღი; ა.გ) ტექნიკური საშუალების სახელწოდება; ა.დ) ტექნიკური საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი; ა.ე) ტექნიკური საშუალების დამონტაჟების ადგილმდებარეობის შესახებ, გეოგრაფიული კოორდინატები და მისი კრიტიკული და სენსიტიური ზონების ნახაზი (იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ საშუალებას გააჩნია კრიტიკული და სენსიტიური ზონა); ა.ვ) ოპერირებისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირე და რადიოსიხშირით გადაფარვის ან/და რადიოსიხშირით გადმოცემული ინფორმაციის მიღების არეალის ნახაზი (იმ შემთხვევაში, თუ საშუალება ახორციელებს რადიოსიგნალების გამოსხივებას ან/და მიღებას); ა.ზ) ძირითადი და სარეზერვო ენერგოწყაროების დასახელება და ტიპი; ა.თ)ტექნიკური საშუალების შემადგენელი კომპონენტების დასახელება, მათი საიდენტიფიკაციო ნომრები, სერიული ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რაოდენობა. ბ) შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ადასტურებს ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართით დადგენილ სტანდარტებთან, რეკომენდებულ პრაქტიკასთან, სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური საშუალებების ევროპული ორგანიზაციის (EUROCAE) სტანდარტებთან, აერნაოსნობის რადიოტექნიკური კომისიის (RTCA) სტანდარტებთან, ევროკონტროლის სპეციფიკაციებთან ან/და ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის (SES) კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებთან; გ) მწარმოებლის მიერ შემუშავებული ტექნიკური საშუალების მომსახურების სახელმძღვანელო/პროცედურა და სამსახურის მიერ მწარმოებლის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ქართულ ენაზე ადაპტირებული ტექნიკური საშუალების ოპერირების, ტექნიკური მომსახურების და გაუმართაობის აღმოფხვრის (Troubleshooting) პროცედურა; დ) ადგილზე შემოწმების ანგარიში, რომელმაც უნდა მოიცვას მწარმოებლის მიერ ტექნიკური საშუალების ოპერირების მიმართ დადგენილი მონაცემების ვერიფიკაცია; ე) ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების მომსახურე პერსონალის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ტექნიკური საშუალების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სააგენტოში ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით. 6. აღიარებისას სააგენტო უფლებამოსილია, ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს იმ ობიექტზე, სადაც დამონტაჟებულია ტექნიკური საშუალება და მოითხოვოს ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია. 7. სააგენტოს მიერ ტექნიკური საშუალების აღიარებისას (აღიარებაზე უარის თქმისას) გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ასლი ინახება სამსახურის საქმეში, სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.“. 14. წესის დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები