,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016730
39
15/11/2019
ვებგვერდი, 19/11/2019
280120000.22.026.016730
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №39

2019 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის  15 იანვრის  N1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 47-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა:

დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ან საჭიროების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.“.

2. 48-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა:

დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ან საჭიროების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.“.

3. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 51

 1. „მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაიცეს:

ა) 5000 ლარამდე ღირებულების ფასიანი საჩუქარი (ქონება, მომსახურება ან სამუშაო);

ბ)  ფულადი დახმარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფასიანი საჩუქარი/ფულადი დახმარება შეიძლება მიეცეს შემდეგ პირებს:

ა) ამ ბრძანების 50-ე მუხლში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური წოდების მქონე პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს) ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს (მათ შორის, დათხოვნილ მოსამსახურეს);

დ) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე ამ მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

ე) ამ ბრძანების 52-ე მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის), აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

ვ) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო სამსახური;

ზ) სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს) და მათი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

თ) სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, თუ მათ მიმართ გათავისუფლებამდე/დათხოვნამდე სამინისტროში სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება შესაბამისი დახმარების გაცემის შესახებ ან სამინისტროდან გაცემულ იქნა საგარანტიო წერილი (წერილობითი დაპირება) მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის მკურნალობის ანაზღაურების შესახებ;

ი) განსაკუთრებულ შემთხვევაში გარდაცვლილი სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით.’’.

4.  №13 დანართის:

ა) მე-4 გრაფას დაემატოს 4.5 გრაფა შემდეგი რედაქციით:

„                            

4.5

თავდაცვის ატაშეს თანაშემწე აშშ-სა და კანადაში

აშშ დოლარი

4616

700

5316

                                                                                                                                                                          “;

ბ) 9.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9.2

თავდაცვის ატაშეს მოადგილე 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

3377

500

3877

                                                                                                                                                                        “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ამასთან, ამ  ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 28 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი