შპს ,,ტექნიკა 2008-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,ტექნიკა 2008-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/9558-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 11/11/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/9558-18
11/11/2019
ვებგვერდი, 18/11/2019
შპს ,,ტექნიკა 2008-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/9558-18

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2019 წლის 11 ნოემბერი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე

 

განმცხადებელი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოვალე – შპს ,,ტექნიკა 2008“ (ს/ნ 206322433)

 

მოთხოვნა შპს ,,ტექნიკა 2008“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ტექნიკა 2008“-ის გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/ მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის განჩინებით შპს ,,ტექნიკა 2008 -ს (ს/კ 206322433) უარი ეთქვა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ტექნიკა 2008 -ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდის უნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 13 მარტს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 29 მარტს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს ,,ტექნიკა 2008 -ის (ს/კ 206322433) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და შპს ,,ტექნიკა 2008 -ის მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო . ამავე განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 18 ივნისს, 12:00 საათზე.

2018 წლის 18 ივნისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოსმენილი იქნა მეურვე აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიში მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის, ვალდებულებების და უზრუნველყოფილი კრედიტორების თაობაზე. ამავე კრებაზე აღიარებულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 92 460.41 ლარის ნაწილში, მე-4 რიგში. სასამართლოს მიერ კრედიტორთა კრებისათვის განსაზღვრული საპროცესო დროის ამოწურვის გამო, ამავე კრებაზე ვერ მოესწრო დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხის, კერძოდ მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის გასაზღვრა.

2018 წლის 18 ოქტომბერს სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე, დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

აღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2018 წლის 25 ოქტომბერს. 2018 წლის 30 და 31 ოქტომბერს, კერძო საჩივრებით მომართა სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა 18.10.2018.წ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინების გაუქმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრები განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმე გადაგზავნილ იქნა ზემდგომ სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლოს 18 ოქტომბრის განჩინება დარჩა ძალაში. 2019 წლის 01 მაისს საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

ვინაიდან, კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომაზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების სრულად განხილვა, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის შპს ,,ტექნიკა 2008 -ის კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 06 დეკემბერს, 15:30 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), სხდომის დარბაზი №56, შემდეგი დღის წესრიგით:

მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე და ელექტრონულ სისტემაში;

3. განჩინების ასლი დაუყონებლივ გადაეცეს მეურვეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს , რომელმაც სხდომის დღის თარიღის და ადგილის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

          

მოსამართლე                         თინა ვაშაყმაძე