შპს ,,აისის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,აისის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/13185-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 11/11/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/13185-18
11/11/2019
ვებგვერდი, 18/11/2019
შპს ,,აისის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/13185-18

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

 

2019 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე

 

 განმცხადებელი შემოსავლების სამსახური

 

 მოთხოვნა შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში სხდომის მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით, შპს „აისის'' (ს.ნ 400133887) უარი ექთვა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 04 აპრილს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 04 მაისს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით, შპს „,აისის“ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში და საწარმოს მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2018 წლის 31 აგვისტოს 12:00 საათზე.

2018 წლის 31 აგვისტოს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოსმენილი იქნა მეურვე აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიში მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის, ვალდებულებების და უზრუნველყოფილი კრედიტორების თაობაზე, განხილული იქნა ასევე განმცხადებელთა მოთხოვნები კრედიტორად აღიარების თაობაზე. სასამართლოს მიერ კრედიტორთა კრებისათვის განსაზღვრული საპროცესო დროის ამოწურვის გამო, ამავე კრებაზე ვერ მოესწრო დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხის, კერძოდ მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

2018 წლის 18 ოქტომბერს, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე, დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

აღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2018 წლის 25 ოქტომბერს. 2018 წლის 30 ოქტომბერს, კერძო საჩივრით მომართა სასამართლოს სსსიპ შემოსავლების სამსსახუმა და ითხოვა 2018 წლის 18 ოქტომბრის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინების გაუქმება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინება დარჩა ძალაში. 2019 წლის 11 თებერვალს საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნა მორიგი სხომა 2019 წლის 7 მარტს. ვინაიდან, აღნიშნულ კრედიტორთა კრებაზე არ იყო გამოცხადებული კრედიტორთა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც კრედიტორთა კრება იქნებოდა გადაწყვეტილებაუნარიანი, ვერ მოხერხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული დღის წესრიგით კრების გაგრძელება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ამავე კრებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა გაზრდილი მოთხოვნა, რომელსაც არ დაეთანხმა მოვალე და დამატებითი საკითხების შესწავლისთვის ითხოვა გარკვეული ვადა. ამასთან, როგორც მოვალემ, ასევე მეურვემ მიზანშეწონილად მიიჩნიეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა კრედიტორი შემოსავლების სამსახური. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, კრედიტორთა კრებაზე წამოჭრილი საკითხების საბოლოოდ გარკვევამდე კრედიტორთა პირველი კრების გადადება.

ვინაიდან, კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხდომაზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების სრულად განხილვა, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის შპს „აისის“ კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-ე-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 6 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სხდომის დარბაზი №56, შემდეგი დღის წესრიგით:

● კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების საკითხის განხილვა;

● შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის განხილვა;

მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე და ელექტრონულ სისტემაში;

3. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც სხდომის დღის თარიღის და ადგილის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                    თინა ვაშაყმაძე