კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/13635-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 11/11/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/13635-19
11/11/2019
ვებგვერდი, 18/11/2019
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/13635-19

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე   თინა ვაშაყმაძე


განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური

 მოთხოვნა – შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

 სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში სხდომის მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება შპს „გეო ტრანსის“ გადახდისუუნარობის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილ იქნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით, შპს „გეო ტრანსის“ (ს.ნ 434159929) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და საწარმოს მეურვედ დანიშნულ იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2019 წლის 30 ივლისს 12:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით მოვალის წარმომადგენლის შუამდგომლობა კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა.

ვინაიდან კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომაზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის შპს „გეო ტრანსის“ კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 6 დეკემბერს. 15:30 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) სხდომის დარბაზი №56 შემდეგი დღის წესრიგით:

• მეურვის ანგარიშის მოსმენა;

• კრედიტორთა მოთხოვნების განხილვა;

• გაკოტრების მმართველის დანიშვნა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე და ელექტრონულ სისტემაში.

3. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვეს, სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც სხდომის დღის თარიღის და ადგილის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                                     თინა ვაშაყმაძე