„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.166.016456
31
12/11/2019
ვებგვერდი, 14/11/2019
010260040.35.166.016456
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2019 წლის 12 ნოემბერი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №61 დადგენილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ.“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №61 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 27/12/2017, 010260040.35.166.016358) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვას.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტები:

„15. ძეგლთა დაცვის სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელებას.

16. ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა კოორდინაციას.

17. მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას.

18. ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს   2019 წლის 15 ნოემბრიდან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი