„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016450
25
12/11/2019
ვებგვერდი, 13/11/2019
010260020.35.166.016450
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2019 წლის 12 ნოემბერი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 22-ე მუხლის მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის  სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ა. ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ა.ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება;

ა.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.დ) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება.

ბ) შიდა  აუდიტის  სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ბ.ა) ინსპექტირების განყოფილება;

გ.ა) კონტროლის განყოფილება.

გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური;

დ) სამხედრო  აღრიცხვისა  და  გაწვევის  სამსახური;

ე) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც  აქვს  შემდეგი  განყოფილებები:

ე.ა) ქონების მართვისა და მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ე.ბ) შესყიდვების განყოფილება;

ე.გ) საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილება;

ვ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს ბიუჯეტის დაგეგმარების,  სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის  განყოფილება;

ზ) კულტურის, განათლების, სპორტისა  და  ახალგაზრდულ  საქმეთა  სამსახური,

რომელსაც აქვს კულტურის და განათლების განყოფილება;

თ) იურიდიული  სამსახური;

ი) ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ი.ა) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;

ი.ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილება;

კ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

კ.ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და  არქიტექტურის განყოფილება;

კ.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.“.

2.  მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მერიის სტრუქტურული  ერთეულების  ძირითადი  ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა , მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის, აგრეთვე, მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის  უზრუნველყოფა.

2. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ფუნქციებია:

ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი  თავშესაფრით  უზრუნველყოფა .

4. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

5. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მუშავება, მუნიციპალიტეტის  ქონების  მართვა, ტურიზმის განვითარება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;  

6. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო, მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება;

7. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა, მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვა.

8. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა, მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან.

9. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროგრამების, პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობისა და  არქიტექტურული საქმიანობის კოორდინაცია.

10. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე, აგრეთვე, საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამართალდარღვევების გამოვლენა და განხილვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2019 წლის 15 ნოემბრიდან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი