„ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-1119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016602
2-1119
21/11/2019
ვებგვერდი, 22/11/2019
340170000.22.023.016602
„ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1119

2019 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 340170000.22.032.016150) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის“:

1. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. განადგურების შემდეგ ჩამოწერის და განადგურების აქტში ფიქსირდება განადგურების თარიღი, ადგილი, მეთოდი, გამოყენებული ტარა, ტრანსპორტი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს კომისიის ყველა წევრი, რის შედეგადაც აქტი მტკიცდება შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით. აქტის თითო ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – რეგულირების სააგენტო), პოლიციას, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება სამსახურში და ინახება ხუთი წლის ვადით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოსა და რეგულირების სააგენტოს წინაშე.

2. სამსახური ვალდებულია 3 თვეში ერთხელ (საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს და რეგულირების სააგენტოს სამსახურში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების მიღება-შეძენისა (დანართი №5) და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ (დანართი №6), წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი