დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №2-149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-1120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.22.023.016603 |
|
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №2-149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №2-149 ბრძანებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 20/08/2014, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016154) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენება სახელმწიფო დაწესებულების და ეროვნული კომპეტენტური ორგანოს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირისათვის.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები