„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5393-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100110000.05.001.019664
5393-Iს
29/11/2019
ვებგვერდი, 10/12/2019
100110000.05.001.019664
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ამ პერიოდში მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის უფლებამონაცვლეებად განისაზღვრონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (პენიტენციური და პრობაციის სისტემების მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ნაწილში) და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (ქონებისა და ფინანსების ნაწილში).

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი აქტების ძალაში შესვლამდე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2019 წ.

N5393-Iს