„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5403-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.019667
5403-Iს
29/11/2019
ვებგვერდი, 10/12/2019
010100000.05.001.019667
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის: 

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მონაცემები მუშავდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) მონაცემები მუშავდება მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2019 წ.

N5403-Iს