შპს ”ეკო ბილდ ჯორჯიას” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ”ეკო ბილდ ჯორჯიას” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/31878-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/31878-18
04/11/2019
ვებგვერდი, 12/11/2019
შპს ”ეკო ბილდ ჯორჯიას” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N2/3 1878-18

განჩინება

 საქართველოს სახელით

 კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის   4 ნოემბერი

ქ. თბილისი

   

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ მიმართ.

შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველმა, ნანა ამისულაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასრულდა შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ ქონების რეალიზაცია, ქონება ორ ლოტად გაიყიდა მესამე აუქციონზე. შესაბამისად, საჭიროა კრედიტორთა რეესტრის განახლება და ამონაგები თანხის განაწილება.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გაკოტრების მმართველი ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას კრედიტორთა ახალი მოთხოვნების განხილვის, კრედიტორთა რეესტრის განახლების და სამეურვეო მასის რეალიზაციით ამოღებული თანხის განაწილების მიზნით.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრებაშემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების განხილვა; კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანა; სამეურვეო მასის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. მოწვეულ იქნეს შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების განხილვა.

1.2. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილებების შეტანა.

1.3. სამეურვეო მასის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის განაწილება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2019 წლის 26 ნოემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

3. დაევალოს შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი.