მიკროსაფინასო ორგანიზაცია ,,სს ,,ოქეი“-ს“ რეგისტრაციის გაუქმების,ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

მიკროსაფინასო ორგანიზაცია ,,სს ,,ოქეი“-ს“ რეგისტრაციის გაუქმების,ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/11/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
1499
08/11/2019
ვებგვერდი, 12/11/2019
მიკროსაფინასო ორგანიზაცია ,,სს ,,ოქეი“-ს“ რეგისტრაციის გაუქმების,ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1499

2019 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

მიკროსაფინასო ორგანიზაცია ,,სს ,,ოქეი ს “    რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50- ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- ე მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის,   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის N143/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და   მე-5   მუხლის პირველი   პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და   ,,დ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის N58/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის N59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის N91/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაუქმდეს ,,სს „ ოქეის “ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405126457) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით – 1291217 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სააქციო საზოგადოება ,,ოქეი“-ს მიკროსაფინასო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 20 დეკემბრის  N971 განკარგულება;

3.   „სს ,,ოქეის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319);

4. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში www.matsne.gov.ge ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადასახადო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადასახადო სისტემის მონაწილეს.

5. აღნიშნული  განკარგულების  გასაჩივრება  შეიძლება  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6.  ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

არასაბანკო დაწესებულებების

ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი                                                               ირმა ბოკუჩავა