დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის N002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 12/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300170000.55.067.016107 |
|
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებით დამტკიცებული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ (შემდეგში – წესი) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის 11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) წესის 11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „გემის პერსონალის წევრის“ საწვრთნელი კურსები – „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ვ – ვ.ი“ ქვეპუნქტების შესაბამისი საწვრთნელი კურსების ერთობლიობა;“ გ) წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“, „წ“, „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები: „ძ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საბაზისო წვრთნა (STCW რეგ. V/3); წ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/3); ჭ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის საბაზისო წვრთნა (STCW რეგ. V/4); ხ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/4).“ დ) წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა;“; ე) წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა.“; ვ) წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;”; ზ) წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;“; თ) წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რიგითად სამანქანე განყოფილებაში; გ.გ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;“; ი) წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ხარატის სერტიფიკატის მისაღებად; ვ.ა) გავლილი აქვს მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის ან ლითონდამმუშავებლის ან მასთან გათანაბრებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ ხარატის/მეჩარხის კვალიფიკაციის დამადასტურებელ სხვა სერტიფიკატს; ვ.ბ) აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ან გააჩნია სააგენტოს მიერ დამტკიცებული „გემის პერსონალის წევრის“ საწვრთნელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტური დასაბუთება.“; კ) წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები