აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
1-1/529
07/11/2019
ვებგვერდი, 11/11/2019
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/529

2019 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა  კომისიამ განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ 2019 წლის 02 ოქტომბრის №4440/09 განცხადება , ,,ახალციხე -ბათუმი ს“ 220 კვ . ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

:

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში , სსსაქართველოს სახელმწიფო  ელექტროსისტემა “ აჭარასა და სამცხე -ჯავახეთში ახორციელებს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს , რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის №2574 განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №1-1/579 ბრძანებით დამტკიცებულისაქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში , რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება ,,ახალციხე -ბათუმის “ 220 კვორჯაჭვა  ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა , რათა მოხდეს სამხრეთ -დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების („შუახევის“ დაკორომხეთი ს“ ჰესები ) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა , განაწილება ან /და ექსპორტი . გარდა ამისა , რეგიონში ახალი 220 კვ . ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას , ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას . მითითებულ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა . ამასთანმისი  წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის . მოცემულ პროექტს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს პარალელურად მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და აშენებული ელექტროსადგურების ქსელთან მიერთების კუთხით .

ახალციხე -ბათუმის“ 220 კვ . ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა უშანგი აფციაურის ( / 47001009726) საკუთრებაში არსებული სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საერთო ფართი 1900 კვ . ) ნაწილი – 58 კვ . , მდებარე ახალციხის რაიონი , სოფელი ფერსა , „ბაღი ახალშენში “, / 62.03.55.310.

დასახელებულ პირს სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება , განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ , რაზედაც მან უარი განაცხადა .

ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას , სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვისაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა .

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები , თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია , დაკმაყოფილდეს სს  ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე , შემდეგ გარემოებათა გამო

დადგენილია , რომ  სსსაქართველოს სახელმწიფო  ელექტროსისტემა“ ახორციელებსახალციხე  – ბათუმის“ 220 კვ . ორჯაჭვა  ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას .

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება , რომ უძრავი ქონება რეგისტრირებული საკადასტრო კოდით №62.03.55.310, მდებარე ახალციხის რაიონი , სოფელ ფერსაში , „ბაღი ახალშენში “, წარმოადგენს უშანგი აფციაურის ( / 47001009726) საკუთრებას .

დადგენილია , რომ დასახელებული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში  ექცევა  დასახელებული პირის საკუთრებაში არსებული სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართი 1900 კმ . ) 58 კვ . . მიწის ნაკვეთი .

დადასტურებულია , რომ მესაკუთრეს სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამწერილობით  აცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით  გასხვისების წინადადება , მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ , რაზედაც მათ უარი განაცხადეს . გამოსყიდვის  შეტყობინებით მოქალაქეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია , რომ მათი  უარის შემთხვევაში სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა “, როგორც პროექტის განმახორციელებელი , იმოქმედებდააუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე ) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს .

საკუთრების უფლების , ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების , სამართლებრივ გარანტიას , წარმოადგენს კონსტიტუცია . უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე -19 მუხლში , რომლის პირველი პუნქტის თანახმად , „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია “. საკუთრების , როგორც ძირითადი უფლების გარანტია , პირველ რიგში , ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან . თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება .

საქართველოს კონსტიტუციის მე -19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას . კერძოდ , საქართველოს კონსტიტუციის მე -19 მუხლის მე -3 პუნქტის თანახმადაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში , სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას , წინასწარი , სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით . ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან “. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია , რომლის პირობები და წესი დადგენილიააუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონით .

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , „ამ კანონის მიზანია , განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი . აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით , სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ , რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება “. ამავე მუხლის  მე -2 პუნქტისდ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი  და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის “.

ვინაიდანსსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისმიერ ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება , არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება .

ამასთან , საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა  და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა /გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას . „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე , მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით , საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით “.

ამდენად , „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტისდ“ ქვეპუნქტის , მე -3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 21 ოქტომბრის სხდომის  ოქმის საფუძველზე ,

 1. „ახალციხე -ბათუმის“ 220 კვ . ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ  შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება  – / 62.03.55.310, მდებარე ახალციხის რაიონი , სოფელი ფერსა , „ბაღი ახალშენში“ მესაკუთრე : უშანგი აფციაური ( / 47001009726), სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის მთლიანი ფართი (1900 კვ . ) – საექსპროპრიაციო ფართი 58 კვ . .

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში , თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  ( . თბილისი , დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 , №6).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                      ეკატერინე მიქაბერიძე