დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 540 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.021560 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2016, 010220020.10.003.019324) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის“ დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი ,,ა“
საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა „ სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ “ 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენციის ( შემდგომში – ბაზელის კონვენცია ) IX დანართით განსაზღვრული ნარჩენების კატეგორიები :
„B“ ჩამონათვალი
ამ დანართში ჩამოთვლილი ნარჩენები არ წარმოადგენს ნარჩენებს , რომლებსაც ფარავს ბაზელის კონვენციის პირველი პარაგრაფის პირველი პუნქტის ,, ა ” ქვეპუნქტი , გარდა იმ შემთხვევისა , თუ ისინი შეიცავენ ბაზელის კონვენციის I დანართის მასალებს იმ რაოდენობით , რომელიც გამოიწვევს ბაზელის კონვენციის III დანართის მახასიათებლების გამოვლენას . B1 ლითონის და ლითონის შემცველი ნარჩენები
,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს N 426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა 02 ნარჩენები, რომლებიც წა რ მოიქ მ ნება სასოფლო-სამეურნეო, მებაღეობის, აქვაკულტურის, მეტყევეობის, სამონადირეო და თევზჭერის, საკვები პროდუქტის დამზადებისა და დამუშავებისას 02 01 ნარჩენები, რომლებიც წა რ მოიქ მ ნება სასოფლო-სამეურნეო, მებაღეობის, აქვაკულტურის, მეტყევეობის, სამონადირეო და თევზჭერისგან 02 01 03 მცენარეული ქსოვილების ნარჩენები 02 01 04 ნარჩენი პლასტმასების ( გარდა შესაფუთი მასალისა ) 02 01 07 ნარჩენები სატყეო მეურნეობიდან 03 ნარჩენები , რომლებიც წარმოიქმნება ხე - ტყის დამუშავებისას, ქაღალდის , მუყაოს , სა მერქნე მასალის , პანელებისა და ავეჯის წარმოებისას 03 01 ნარჩენები ხე - ტყის მასალის დამუშავებიდან და პანელებისა და ავეჯის წარმოებიდან 03 01 01 ნარჩენი ქერქი და კორპი 03 01 05 ნახერხი, ბურბუშელა, ნათალი, ხე-ტყის მასალა, ფანერები და შპონები, რომლებიც არ არის ნახსენები 03 01 04 პუნქტში 03 03 ნარჩენები ცელულოზის, ქაღალდისა და მუყაოს წარმოებისა და დამუშავებიდან 03 03 01 ნარჩენი ქერქი და ხე 03 03 08 რეციკლირებისთვის განკუთვნილი ქაღალდისა და მუყაოს სორტირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები 04 ნარჩენები , რომლებიც წარმოიქმნება ტყავის , ბეწვეულისა და საფეიქრო წარმოებისას 04 02 საფეიქრო მ რეწველობის ნარჩენები 04 02 21 დაუმუშავებელი საფეიქრო ბოჭკოების ნარჩენი 04 02 22 დამუშავებელი საფეიქრო ბოჭკოების ნარჩენი 07 ნარჩენები ორგანული ქიმიური პროცესებიდან 07 02 პლასტმასის, სინთეტური რეზინისა და ხელოვნური ბოჭკოვანი მასალების წარმოების , მიღების , მიწოდებისა და გამოყენების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენები 07 02 13 პლასტმასის ნარჩენი 10 არაორგანული ნარჩენები , რომლებიც წარმოიქმნება თერმული პროცესების შედეგად 10 01 ნარჩენები ელექტროსადგურებიდან და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოებიდან ( გარდა 19) 10 01 02 ნახშირის აქროლადი ნაცარი 10 02 ნარჩენები შავი მეტალურგიისა და ფოლადსასხმელი ინდუსტრიიდან 10 02 01 წიდის გადამუშავების ნარჩენები 10 02 02 გადაუმუშავებელი წიდა 10 11 ნარჩენები მინისა და მინის პროდუქციის წარმოებიდან 10 11 12 ნარჩენი მინა, რომელსაც არ ვხვდებით 10 11 11 პუნქტში 15 შესაფუთი მასალის , აბსორბენტების , საწმენდი ნაჭრების , ფილტრებისა და დამცავი ტანისამოსის ნარჩენები , რომლებიც გათვალისწინებული არ არის სხვა პუნქტებში 15 01 შესაფუთი მასალა (ცალკეულად შეგროვებული შესაფუთი მასალის ნარჩენების ჩათვლით) 15 01 01 ქაღალდისა და მუყაოს შესაფუთი მასალა 15 01 02 პლასტმასის შესაფუთი მასალა 15 01 03 ხის შესაფუთი მასალა 15 01 04 ლითონის შესაფუთი მასალა 15 01 07 მინის შესაფუთი მასალა 16 ნარჩენი, რომელიც სხვა პუნქტებში გათვალისწინებული არ არის 16 01 ხმარებიდან ამოღებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის მოწყობილობები) და მწყობრიდან გამოსული და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოებიდან მიღებული ნარჩენები (13, 14, 16 06 და 16 08-ს გარდა) 16 01 17 შავი ლითონი 16 01 18 ფერადი ლითონები 16 01 19 პლასტმასი 16 01 20 მინა 16 08 გამოყენებული კატალიზატორები 16 08 01 გამოყენებული კატალიზატორები , რომლებიც შეიცავენ ოქროს , ვერცხლს , რენიუმს , როდიუმს , პალადიუმს , ირიდიუმს ან პლატინას ( გარდა 16 08 07) 17 სამშენებლო და ნგრევის ნარჩენები ( ასევე მოიცავს საგზაო სამუშაოების ნარჩენებს ) 17 02 ხე, მინა და პლასტმასი 17 02 01 ხე 17 02 02 მინა 17 02 03 პლასტმასი 17 04 მეტალები (მოიცავს მათ შენადნობებსაც) 17 04 01 სპილენძი, ბრინჯაო, თითბერი 17 04 02 ალუმინი 17 04 03 ტყვია 17 04 04 თ უთია 17 04 05 რკინა და ფოლადი 17 04 06 თუნუქი 17 04 07 შერეული ლითონები 17 04 11 კაბელები, რომლებსაც არ ვხვდებით 17 04 10 პუნქტში 19 ნარჩენები, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების , ჩამდინარე წყლების გადამამუშავებელი საწარმოებისა და წყლის ინდუსტრიიდან 19 12 ნარჩენები მექანიკური დამუშავებიდან (მაგალითად, დახარისხება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება), რომლებიც არ არის განსაზღვრული აღნიშნულ კატეგორიაში 19 12 01 ქაღალდი და მუყაო 19 12 02 შავი ლითონი 19 12 03 ფერადი ლითონები 19 12 04 პლასტმასი 19 12 05 მინა 19 12 07 ხე, რომელსაც არ ვხვდებით 19 12 06 პუნქტში 19 12 08 ქსოვილები 20 მუნიციპალური ნარჩენები და მსგავსი კომერციული, საწარმოო და დაწესებულებების ნარჩენები, რაც ასევე მოიცავს მცირედი ოდენობებით შეგროვებული ნარჩენების ერთობლიობას 20 01 განცალკევებულად შეგროვებული ნაწილები (გარდა 15 01) 20 01 01 ქაღალდი და მუყაო 20 01 02 მინა 20 01 10 ტანისამოსი 20 01 11 საფეიქრო ნაწარმი 20 01 38 ხის მასალა, რომელიც არ გვხვდება 20 01 37 პუნქტში 20 01 39 პლასტმასი 20 01 40 ლითონები“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები