დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 539 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.021559 |
|
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. დანართ №15-ის (ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,751.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 2. დანართ №19-ის (რეფერალური მომსახურება) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“ ქვეპუნქტი: „ა.ზ) 2017 და 2018 წლების განმავლობაში „ინფექციური დაავადებების მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი სადავო შემთხვევების ანაზღაურებას, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ან იქნება 2019 წელს;“. 3. დანართ №21-ის (ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14,249.0 ათასი ლარით, მათ შორის, ლოჯისტიკის კომპონენტის ბიუჯეტი – 1,000.0 ათასი ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები