ი/მ სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ი/მ სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2993-18
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 31/10/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/2993-18
31/10/2019
ვებგვერდი, 11/11/2019
ი/მ სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმე № 2/2993-18

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2019 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე – ციცინო მოსიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი – თეონა აბზიანიძე

განმცხადებელი – ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძე

წარმომადგენელი – გიგა სულაქველიძე, ზურაბ წკეპლაძე

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

კრედიტორები: 1. სს „საქართველოს ბანკი“

წარმომადგენელი – დავით მესხიშვილი

2. სს „თიბისი ბანკი“

წარმომადგენელი – კობა ქორიძე

3. შპს „ჯიესი“

წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე

4. შპს „აია სითი“

წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე

5. სოფიო ცირეკიძე

წარმომადგენელი – ნინო ჩუბინიძე

მოთხოვნა – ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

მომრიგებელი საბჭოს წევრები - 1. - თამარ ცაგურიშვილი

 2. – ნოდარ პაპუკაშვილი

 3. – პაატა კუნჭულია

 განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმე.

2019 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა თამარ ცაგურიშვილმა, ნოდარ პაპუკაშვილმა და პაატა კუნჭულიამ და 2019 წლის 30 ოქტომბერს ი/მ სოფიო ხამაშურიძის წარმომადგენელმა გიგა სულაქველიძემ სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან კრედიტორსა და მოვალეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები პრობლემების ირგვლივ, რის გამოც ითხოვეს სხდომის 2019 წლის 2 დეკემბრამდე გადადება.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმეზე მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება, შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 დაადგინა:

1. მომრიგებელი საბჭოს წევრების თამარ ცაგურიშვილის, ნოდარ პაპუკაშვილის და პაატა კუნჭულის და ი/მ სოფიო ხამაშურიძის წარმომადგენლის გიგა სულაქველიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 02 დეკემბერს 15:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) სხდომის დარბაზი №5, შემდეგი დღის წესრიგით:

2.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა;

2.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში;

4. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებ.გვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ.გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს;

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

კრების თავმჯდომარე: ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი: თეონა აბზიანიძე.