„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 537
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021557
537
08/11/2019
ვებგვერდი, 08/11/2019
040030000.10.003.021557
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №537

2019 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2012, 040030000.10.003.016848) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე; საქართველოს პროკურატურაზე; საქართველოს დაზვერვის სამსახურზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას. მათ მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია