„საქართველოს სასაზღვრო ზონაში ტვირთზიდვის შემოწმებისას საკარანტინო დაავადებების, ცხოველებისა და ადამიანების საერთო განსაკუთრებით საშიში ინფექციური მავნებლების, ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის გატანისა და მოტანა-გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ“

„საქართველოს სასაზღვრო ზონაში ტვირთზიდვის შემოწმებისას საკარანტინო დაავადებების, ცხოველებისა და ადამიანების საერთო განსაკუთრებით საშიში ინფექციური მავნებლების, ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის გატანისა და მოტანა-გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 286,53,309
დოკუმენტის მიმღები სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
მიღების თარიღი 16/07/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 19/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 150.012.000.106
286,53,309
16/07/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 19/07/1996
150.012.000.106
„საქართველოს სასაზღვრო ზონაში ტვირთზიდვის შემოწმებისას საკარანტინო დაავადებების, ცხოველებისა და ადამიანების საერთო განსაკუთრებით საშიში ინფექციური მავნებლების, ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის გატანისა და მოტანა-გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ“
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარისა  და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის

ერთობლივი ბრძანება №286; №53; №309/ო; №55

1996 წლის 16 „5“ ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სასაზღვრო ზონაში ტვირთზიდვის შემოწმებისას საკარანტინო დაავადებების, ცხოველებისა და ადამიანების საერთო განსაკუთრებით საშიში ინფექციების, მცენარეთა მავნებლების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის გატანისა და შემოტანა-გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს სასაზღვრო ზონაში სანიტარიულ-საკარანტინო. ვეტერინარული და მცენარეთა საკარანტინო კონტროლის უფრო ეფექტურად განხორციელების, საკარანტინო, ცხოველებისა და ადამიანების საერთო საშიში დაავადებების, მცენარეთა მავნებლების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის (ტოქსიკური, რადიაციული ნივთიერებები და სხვა) გატანა, შემოტანა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვის თაობაზე შესაბამისი საერთაშორისო კონვენცებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა, აგრეთვე „საქართველოში საბაჟო საქმის გაუმჯობესების, საბაჟო სისტემის რეორგანიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებათა და საერთაშორისო ტვირთზიდვების სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივნისის № 409 ბრძანებულების განუხრელად შესრულების მიზნით

ვბრძანებთ:

1. საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საკარანტინო, ცხოველებისა და ადამიანების საერთო საშიში გადამდები დაავადებების, მცენარეთა მავნებლების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის შემოტანა-გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს სასაზღვრო საერთაშორისო გასასვლელებში (რკინიგზის, საზღვაო პორტები, აეროპორტები, ავტოგადასასვლელები)მგზავრების, ეკიპაჟის ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით, ყველა სახის გზავნილებით (სარკინიგზო, საფოსტო, მგზავრთა ხელბარგი),  სანიტარიულ-საკარანტინო ვეტერინალურ და მცენარეთა კარანტინის კონტროლქვემდებარე (დანართი №1, №2, №3) ყველა სახის ტვირთზიდვის შემოწმება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება,  სანიტარიულ-საკარანტინო ჰიგიენური, ვეტერინარული და მცენარეთა კარანტინის სერტიფიკატების, ვეტმოწმობების შემოწმება-გაფორმება-ტვირთზიდვის განხორციელების შემდგომი უფლებით, ხოლო ტვირთების კეთილსაიმედოობასა და ვარგისიანობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში. ან მათ ტრანსპორტირებას  სანიტარიულ-საკარანტინო. ვეტერინარულ- სანიტარიულ და მცენარეთა საკარანტინო წესებისა და ნორმების დარღვევისას ტვირთების დაკავება-გაუვნებლობა ან ამოღება განხორციელდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო  სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებული ვეტერინარიის დეპარტამენტის და მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის  სანიტარიულ-საკარანტინო-საზედამხედველო განყოფილების, სასაზღვრო-სატრანსპორტო ვეტერინარულ- სანიტარიული და ფიტო სანიტარიული კონტროლის სამსახურების სახელმწიფო ინსპექტორების მიერ - თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონაში. საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სათანადო აქტების გაფორმებით, საბაჟოს წარმომადგენლებთან ერთად;

2. საბაჟოს წარმომადგენლებმა საზღვარზე, საბაჟო კონტროლის ზონაში,  სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ და ფიტო სანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მგზავრების, ეკიპაჟის, ყველა სახის ტვირთების თანმხლები საბუთების შემოწმება განახორციელონ მხოლოდ  სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ- სანიტარიულ და ფიტო სანიტარიულ სამსახურებთან ერთად.

ამ მიზნით, 1 თვის ვადაში საქართველოს საბაჟო, სახელმწიფო  სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების და ვეტერინარიის დეპარტამენტებისა და მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის მიერ. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით შემუშავდეს და დამტკიცდეს საზღვარზე ამ სამსახურების კონტროლის ერთობლივი მუშაობის ტექნოლოგიური სქემა სახელმწიფო საზღვრის თავისებურებებიდან გამომდინარე; ტექნოლოგიური სქემის განხორციელებაზე ზემოთ აღნიშნული სამსახურების მიერ დაწესდეს უწყებრივი და ერთობლივი პერიოდული კონტროლი.

3. ტერმინალში (დანართი N1, N2, N3) გათვალისწინებული ტვირთების საბაჟო გაფორმება მოხდეს საბაჟო, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო  სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების, ვეტერინარიის დეპარტამენტების, მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინპექციისა და „საქსტანდარტის“ მიერ ტვირთების ექსპორტ-იმპორტზე კონტროლის ურთიერთშეთანხმებული წესის მიხედვით ჩატარებული შემოწმების შემდეგ:

4. საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული სამსახურებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა:

5. სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთები, რომლებიც ექვემდებარებიან ლაბორატორიულ გამოკვლევას, მათ დამთავრებამდე დარჩეს ტერმინალში საბაჟო რეჟიმის ქვეშ.

6. სატრანსპორტო საშუალებებზე საკარანტინო, ცხოველებისა და ადამიანების საერთო განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ადამიანის, ცხოველის, მკვდარი ცხოველის, მღრღნელის, კოღოებისა და სხვა მავნებლების გამოვლენის შემთხვევაში სანიტარიულ-საკარანტინო-საზედამხედველო განყოფილებების ექიმ-ინსპექტორისა და სასაზღვრო სამსახურის ვეტ ინსპექტორის განკარგულებით სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნეს  სანიტარიულ ზონაში (თვითმფრინავი - სანიტარიულ სადგომზე, ავტოტრანსპორტი -  სანიტარიულ მოედანზე, მატარებელი -  სანიტარიულ ჩიხში, გემი- რეიდზე), სადაც ამყარებენ კონტროლს სატრანსპორტო საშულების საწვავით. მგზავრების წყლითა და პროდუქტებით უზრუნველყოფისა და ტვირთის დაცვაზე:

7. საბაჟო, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო  სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების, ვეტერინარიის დეპარტამენტებისა და მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელებმა ერთი კვირის ვადაში დაიყვანონ აღნიშნული ბრძანება ყველა დაქვემდებარებულ ორგანიზაციამდე და უზრუნველყონ მისი განუხრელი შესრულება;

8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საბაჟო, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო  სანიტარიული ზედამხედველობის და ჰიგიენური ნორმირების, ვეტერინარიის დეპარტამენტებისა და მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის შესაბამის სამსახურებს.

ფინანსთა მინისტრის                                                                                                                                            

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე                                          თ. აბულაძე

 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და

სურსათის სამინისტროს მცენარეთა

კარანტინის სახელმწიფო

ინსპექციის უფროსი                                                                         რ. გურჩიანი

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის

 სამინისტროს სახელმწიფო

სანიტარიული ზედამხედველობისა და

ჰიგიენური ნორმირების

დეპარტამენტის თავმჯდომარე                                                           ნ. შავდია

 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და

სურსათის სამინისტრო ვეტერინარიის

დეპარტამენტის თავმჯდომარე                                                          გ. ჯიქია

                                                                                                                                                 

 „შეთანხმებულია“

საქართველოს სახელწიფო საზღვრის დაცვის

სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ვ. ჩხეიძე

 

 დანართი 1

სახელმწიფო საზღვარზე  სანიტარიულ-საკარანტინო

კონტროლს ექვემდებარება:

I. მგზავრები და ეკიპაჟი:

/პილოტები, ბორტგამცილებლები, ბორტინჟინრები, მატარებლის მემანქანეები, შემადგენლობის ბრიგადირები. გამცილებლები, გემის კაპიტნები და მთელი შემადგენლობა, ავტროტრანსპორტის მძღოლები და სხვა დამხმარე პერსონალი/.

1. საზღვარგარეთ წამსვლელთა შორის მოწმდება აცრების შესახებ საერთაშორისო სერტიფიკატი /ქვეყნები, რომლებიც ასეთს ითხოვენ/. შიდსზე გამოკვლევის შესახებ ცნობა/ ქვეყნები, რომლებიც ასეთს ითხოვენ/.

2. საზღვარგარეთიდან ჩამომსვლელთა შორის სახელმწიფოებრივი კუთვნილების მიუხედავად მოწმდება შიდსზე გამოკვლევის ცნობა, თუკი იმ ქვეყანასთან გაფორმებულია ასეთი მოთხოვნა /ხელშეკრულება/.

3. საკარანტინო და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულები ავსებენ სპეციალურ ანკეტას, მათზე ხუთდღიანი სამედიცინო მეთვალყურეობის დამყარების მიზნით, ხოლო ტრანზიტულ მგზავრებზე შეტყობინება გადაეცემა ქვეყანას, სადაც მიემგზავრებიან.

II. გვამი:

1. გვამის შემოტანის დროს მოწმდება ცნობა იმ ტერიტორიის /ქვეყნის/ საკარანტინო და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე კეთილსაიმედობის, გადასვენების უფლების და გარდაცვალების დაავადების დიაგნოზის შესახებ.

2. გვამის გადატანის დროს იგივე:

3. გვამის დახრული ჭურჭლით გადატანისას მოწმდება ჩასვენების კომისიური აქტი/ჩასვენებას ესწრებიან საბაჟო, საზღვრის,  სანიტარიული სამსახურისა და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვინც აძლევს გვამის გადატანაზე ნებართვას/.

III. სატრანსპორტო საშუალება (თვითმფრინავი, გემი, მატარებელი და სპეცავტოტრანსპორტი)

- ხდება მისი დათვალიერება და  სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება, საჭიროებისას სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშოების ჩატარება.

IV. კომერციული დანიშნულების ტვირთები, რომლებიც ექვემდებარება შემდგომ საბაჟო გაფორმებას ტერმინალებში.

1. საკვები ნედლეული, კვების პროდუქტები, საკვები დანამატები, კონსერვანტები, მათი მასალები და ნაწარმი, რომელიც კონტაქტში არიან კვების პროდუქტთან. გარდა №2 დანართში მოცემული ჩამონათვალისა:

2. საბავშვო საქონელი: სათამაშოები ხელოვნური, პოლიმერული და სინთეტიკური მასალებისაგან დამზადებული. საბავშვო საქონლის დასამზადებელი ასეთივე მასალები:

3. მასალები, მოწყობილობა, ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენებიან საყოფაცხოვრებო- სასმელ წყალმომარაგებაში;

4. საწარმოო დანიშნულების ქიმიური და ნავთობქიმიური პროდუქცია; საყოფაცხოვრებო ქიმიის საქონელი, სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის საშუალებები მ. შ. მინერალური სასუქები;

5. პოლიმერული და სინთეტური მასალები, რომლებიც გამოიყენებიან მშენებლობაში, ტრანსპორტში, ქიმიური ბოჭკო, ძაფები, საფეიქრო, სამკერვალო და ტრიკოტაჟის მასალები, რომლებიც შეიცავენ ქიმიურ ბოჭკოებს და საფეიქრო დამხმარე ნივთიერებებს, ფეხსაცმლის ხელოვნური და სინთეტური ტყავი და საფეიქრო მასალები;

6. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მანქანათმშენებლობისა და ხელსაწყოთმშენებლობის ნაწარმი;

7. ნაწარმი, რომელიც შეხებაშია ადამიანის კანთან;

8. თამბაქო და მისი ნაწარმი;

9. მაგარი ალკოჰოლიანი სასმელები;

10. აზბესტი და მისი შემცველი პროდუქცია;

11. ვაქცინები, შრატები, დიაგნოსტიკუმები, მშრალი და თხევადი საკვები ნიადაგები, მიკროორგანიზმების კულტურები და მათ ტოქსინები, რეაქტივები, რადიაქტიული ნივთიერებები.

V.  სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ექვემდებარება და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან /ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ/ შემოსული მგზავრები და ეკიპაჟები. ყველა სახის სატრანსპორტო საშულება, ტვირთი, ბარგი, ხელბარგი.

 

 „ვამტკიცებ“                             „შეთანხმებულია“                     „შეთანხმებულია“

ნ. შავდია                                   გ. ჯიქია                                            რ. გურჩიანი

 

დანართი 2

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთები,

რომელთა ექსპორტ-იმპორტი და ტრანზიტი არ დაიშვება

სახელმწიფო სასაზღვრო ვეტერინარული ზედამხედველობის

ინსპექტორის შემოწმების გარეშე:

ა) ცხოველები

/იგულისხმება ყველა სახეობის: კენტჩლიქიანი, წყვილჩლიქიანი, შინაური, ხორცისმჭამელი, გარეული, ზოოპარკის და ცირკის ცხოველები, შინაური და გარეული ფრინველი, ფუტკარი, აბრეშუმის ჭია, თევზი, კიბორჩხალა, ბაყაყი, ლაბორატორიული ცხოველები, მოლუსკები და სხვა/

ყველა სახის რქოსანი პირუტყვი:

დასაკლავი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

საჯიშე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

ცხენი:

ღორი:

დასაკლავი ღორი:

საჯიშე და დასაკლავი:

ცხვარი:

ყოჩი:

თხა:

ფრინველი შინაური და გარეული ყველა სახის:

ნადირი ყველა სახის:

ბეწვიანი ცხოველები/მელა, ყარხაღი, წაულა, კურდღელი, ნუტრია და სხვა/;

ძაღლი; კატა;

ცოცხალი თევზი, კიბორჩხალა, ლოკოკინა, ბაყაყი, მოლუსკები;

/მდინარის და ზღვის თბილსისხლიანი და ცივსისხლიანი მობინადრენი/

/მდინარის და ზღვის თბილსისხლიანი და ცივსისხლიანი მობინადრენი/

ზოოპარკის ცხოველები; ცირკის ცხოველები: ლაბორატორიული ცხოველები;

ირემი, ცხენირემი, აქლემი.

ოთახის დეკორატიული ცხოველები:

აბრეშუმის ჭია;

დედა ფუტკარი;

ფუტკარი /ამანათ ნაყარი, ოჯახი/

ბ) მეცხოველეობის პროდუქტები:

ხორცი ყველა სახის:

საქონლის;

ღორის:

ცხვრის:

ცხენის:

ირმის:

შინაური ფრინველის ხორცი და ნანადირევი:

სხვა სახის ცხოველების ხორცი/კურდღლის. ნუტრიის და სხვა გარეული ცხოველების/;

შებოლილი ხორცი;

სუბპროდუქტები;

ცხოველების ცხიმი;

ნატურალური რძე, მაწონი, ერბო, კარაქი, მარგარინი, ყველი, პეფსინი; კვერები, მ/შორის;

საინკუბაციო კვერცხი, კვერცხის ფხვნილი და მელანჟი;

თევზი ცოცხალი, დამარილებული, გაყინული და შებოლილი, ხიზილალა, ზღვის ჭიები, კიბორჩხალები და მოლუსკები:

თაფლი: ცვილი/ თაფლის სანთელი, დინდგელი, პროპოლისი, ფუტკრის რძე.

ფუტკრის მტვერი, ფუტკრის შხამი/;

ყვავილის მტვერი, მცენარეული ცხიმები / სიმინდის, ზეთისხილის, კაკლის, ბამბის და სხვა/:

გ) ცხოველური წარმოშობის ნედლეული:

ტყავი და ტყავ-ნედლეული ყველა სახის;

მატყლი;

ჯაგარი, ცხენის ძუა, თმა;

ცხოველური რქისა და ჩლიქების ნედლეული;

ძვალი;

ნაწლავის ნედლეული;

ფრთა-ბუმბული;

ქურქ-ბეწვეული;

მშრალი და კონსერვირებული სისხლი;

აბრეშუმის პარკი;

ბუმბულის ნაწარმი;

ნაღველი, ნაღვლის კენჭები, სხვა ნედლეული;

სპერმა ცხოველთა;

კვერცხი/გრენა / აბრეშუმის ჭიისა;

თევზის ქვირითი /განაყოფიერებული და ემბრიონალურ სტადიაში:

ცხოველების ემბრიონები;

ენდოკრინული ნედლეული;

ძვლის, ხორცის, სისხლის და თევზის ფქვილი.

დ) ცხოველთა ყველა სახის საკვები

ე) ვიტამინოვანი და მიკროელემენტოვანი დანამატები.

ვ) ბიოლოგიური პრეპარატები

ცხოველთა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებები, მედიკამენტები შრატები, ვაქცინები, დიაგნოსტიკუმები / მ .შ გენური ინჟინერიით მიღებული/. აგრეთვე ცხოველთა ინფექციური დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები. ვირუსები, სოკოები, ცოცხალი კულტურები.

*შენიშვნა

პროდუქტების ნუსხა, რომლებიც დაავადებაზე ან მათ საკვებ ვარგისიანობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ექვემდებარება სახელმწიფო  სანიტარიულ-საკარანტინო და სასაზღვრო ვეტერინარული სამსახურების ერთობლივ შემოწმებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში  სანიტარიულ-ჰიგიენურ და ვეტერინარულ ექსპერტიზას, შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ;

ხორცის, რძისა და თევზის პროდუქტები (ძეხვი, სოსისი, სარდელი, პაშტეტი, ჟელე, ხალადეცი, ხორცისა და თევზის კონსერვები, მშრალი რძე, შედუღებული რძე, რძის კონსერვები).

>>ვამტკიცებ<<                >>შეთანხმებულია<<                         >>შეთანხმებულია<<

 გ. ჯიქია                                   ნ. შავდია                                            რ. გურჩიანი

 

 

დანართი 3

ნუსხა

სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ფიტო სანიტარიულ კონტროლს

დაქვემდებარებული ტვირთების

1. ველური და კულტურული მცენარეების თესლები;

2. ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები/ნერგები, კალმები, ლერწმები, ფესურები, ბოლქვები, ტუბურები, მოჭრილი ცოცხალი ყვავილები და ა. შ/;

3. მცენარეული პროდუქცია - მარცვლეული, პარკოსნები, ბრინჯი, კაკალი, არაქისი, ფქვილი, ბურღული, ყავა /მარცვალი/, კაკაო/, ახალი ხილი, ჩირი, ბოსტნეული, სანელებლები, ბამბის ნედლეული, ბამბის, სელის, ჯუთის, კანაფისა და სხვა საქსოვბოჭკოიანი კულტურების ბოჭკო, თამბაქოს ნედლეული, სამკურნალწამლო ნედლეული და მცენარეული წარმოშობის სხვა ტვირთები;

4. ცოცხალი მწერები, ტკიპები, ნემატოდები, სოკოები, ბაქტერიებისა და ვირუსების ყველა სახეობა განვითარების ნებისმიერ სტადიაში;

5. მწერების, მცენარეთა დაავადებების გამომწვევების კოლექციები, ასევე მცენარეთა ჰერბარიუმები და თესლების კოლექციები;

6. მონოლითები, ნიადაგის ნიმუშები, ტორფი, კომპოსტი და ნიადაგიანი მცენარეები;

7. ტარა და მცენარეული წარმოშობის შესაფუთი მასალა/ ხის ყუთები, მუყაო, ბურბუშელა, ნამჯა, ჭილოფი, ხავსი და სხვა/:

8. გაუქერქავი მერქანი, დახერხილი მერქანი, მოსაპირკეთებელი მერქანი და შესაბამისად მისი ნაწარმი:/ დაწნული სავარძლები, სკამები, კალათები და სხვა/

9. ცხოველების ტრანსპორტირებისას მათი ქვეშსაფენის მასალები

10. საქვეკარანტინო მასალების შემცველი ამანათები და ბანდეროლები, მგზავრთა ბარგი და ხელბარგი, გეგმების, თვითმფრინავების, სარკინიგზო ტრანსპორტის, ვაგონრესტორნების, ავტოტრანსპორტის კომანდების, ეკიპაჟებისა და ბრიგადების საკვები (ხილის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის სახით)

11. საზღვარგარეთიდან კარანტინგამოცხადებული ადგილებიდან შემოსული სატრანსპორტო საშუალებანი /სამამულო და საზღვარგარეთული/; სათავსოები სადაც დაეწყობა მცენარეული წარმოშობის იმპორტული პროდუქცია; სასოფლო-სამეურნეო და სასოფლო სავარგულები, რომლებიც გარს ეკვრიან იმპორტული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შემოზიდვის საგუშაგოებს და სახელმწიფო საზღვარს არანაკლებ 3 კმ ზონაში.

>>ვამტკიცებ<<                >>შეთანხმებულია<<       >>შეთანხმებულია<<

 რ. გურჩიანი                          ნ. შავდია                         გ. ჯიქია