სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/15153-12
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 17/10/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/15153-12
17/10/2019
ვებგვერდი, 11/11/2019
სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N2/ 15153-12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

 2019 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ მიმართ.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1. დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა; 2. გაკოტრების მმართველის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა ;

1.2. გაკოტრების მმართველის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

3. დაევალოს სს „აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                                  ლაშა ქოჩიაშვილი