დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48-88 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/11/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300330000.35.101.016655 |
|
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 27/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016526) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესის:
ა) მე-8 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალება ვიზუალური შემოწმებით უნდა აკმაყოფილებდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ისე რომ შემმოწმებელი ახდენდეს დადგენილ მოთხოვნებთან აშკარა და ვიზუალურად ნათლად გამოკვეთილი შეუსაბამობის იდენტიფიცირებას, რომლის აღქმაც შესაძლებელია ნებისმიერი პირის მიერ და დაკავშირებული არ არის სპეციალურ/ექსპერტულ ცოდნასთან. ამასთან ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძარის ყველა ელემენტი, მათ შორის ბამპერი უნდა იყოს თეთრი ფერის, გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა (პანორამა);“; ა.ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელს მომსახურების გაწევისას ეკრძალება სატრანსპორტო საშუალებაზე/საშუალებაში ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალების (ნიშნის) განთავსება.“; ბ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახით და ფორმით განახორციელოს შემოწმება. ამასთან უფლებამოსილი პირი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა.“; გ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის 1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. 2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით (M1 კატეგორია) გადაყვანისას უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება შესაბამისი ნებართვის გარეშე მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ნებისმიერი დანიშნულებითა და მიზნით იმ შესაბამისი ნიშნით, რომელიც ტაქსის მაიდენტიფიცირებელი იქნება. 3. სატრანსპორტო საშუალებაზე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი იმ სხვა საშუალების (ნიშნის) განთავსება, რომლის გამოც სატრანსპორტო საშუალება აღქმული იქნება ტაქსად, აგრეთვე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნით ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალებით (ნიშნით) გზებზე მოძრაობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები