„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48-85
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016658
48-85
08/11/2019
ვებგვერდი, 12/11/2019
010260030.35.101.016658
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48-85

2019 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილების (www.Matsne.gov.ge), 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016472) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულებაში“ და დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სისტემაში (თბილისის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა და  თანამდებობის პირები, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები,  თბილისის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, თბილისის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელებას, აგრეთვე თბილისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების  (შემდგომში – თბილისის სამეწარმეო იურიდიული პირები), მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის ინსპექტირებას, აგრეთვე თბილისის მერიის (თბილისის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა და  თანამდებობის პირები), ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფასა და მოსამსახურეთა/თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და მართვას.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს ,,მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ და ,,მ2 “ ქვეპუნქტები:

„მ1) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა;

2) ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.“.

3. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავის ფუნქციებს სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის მეშვეობით.“.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი აქტებისა და წესების  დაცვა.“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სამსახურის მიერ ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოებისა და მართვის განხორციელება

1. სამსახურის მიერ ინსპექტირების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს თბილისის მერიის სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა ან/და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომელთა მიერ შესაძლო კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ ინფორმაცია. ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს პრევენციული მიზნებითაც, საკითხის შერჩევითი გადამოწმების გზით.

2. შესაძლო კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მედიის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, მოქალაქეებისაგან თბილისის  მერიაში წარმოდგენილი კორესპონდენცია, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები და სხვა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტარდება ინსპექტირება, შედეგების შესახებ დგება დასკვნა და წარედგინება შემოწმებული ერთეულის ხელმძღვანელსა და თბილისის მერს.

4. ინსპექტირების შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური, შესაბამისი რეაგირების მიზნით, ინფორმაციას წარუდგენს მერს.

5. ინსპექტირებისა და შიდა აუდიტის განხორციელების მიზნით სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად.

6. კომპეტენციის ფარგლებში სამსახური ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს თბილისის მერიის (თბილისის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა და  თანამდებობის პირები) მოსამსახურეთა/თანამშრომელთათვის  უსაფრთხო და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნასა და მუშაობის დროს წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორებას.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„გ) ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილება“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაში სამართალდარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა;

გ) თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაში სამართალდარღვევების და ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

დ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და თბილისის მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის პროექტის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

ე) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და თბილისის მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

ვ) თბილისის მერიის სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ზ) შესაბამისი ინფორმაციის არსებობისას თბილისის მერიის სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

თ) ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;

ი) ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

კ) იმ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე დასწრება, რომლის კანონიერების საკითხსაც სწავლობს განყოფილება;

ლ) შრომის უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი  ნორმებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა;

მ) თბილისის მერიის (თბილისის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა და  თანამდებობის პირები) მოსამსახურეთათვის/თანამშრომლებისათვის უსაფრთხო და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნისა და მუშაობის დროს წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორების ორგანიზება და უზრუნველყოფა;

ნ) სამსახურის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე