დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის დადგენილებაში №18 ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.156.016373 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის დადგენილებაში №18 ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2-ე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის N18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016212) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას ელექტრონული (პირობით/უპირობოდ) აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, დანართი №5-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
|
დანართი №5
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას ელექტრონული (პირობით/უპირობოდ) აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი № -------- ------ -------------- ქ. დმანისი რიცხვი თვე წელი წინამდებარე ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, --------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე – www.eauction.ge მოწყობილ აუქციონის ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია: აუქციონის დაწყების თარიღი: -------------------------------------- აუქციონის დამთავრების თარიღი: -------------------------------- აუქციონის № -------------------------------------------------------- აუქციონის ლოტის № ----------------------------------------------- ბიჯის ოდენობა ------------- (-------------------------------------) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად) საგარანტიო თანხის ოდენობა ------------- (----------------------------------------------------) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად) ქონების სარგებლობის საწყისი საფასური (ქირის ოდენობა) -------(----------------------------) ლარი, (ციფრებით) (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მოსარგებლე) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით სარგებლობაში გადაეცემა ------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) სარგებლობის ფორმა -------------------------------------------------------------------; სარგებლობაში გაცემის ვადა ----------------------------------------------------------; აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე --------– ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: 1. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების ქირის საფასურის გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველკვარტალურად მომდევნო თვის ათ რიცხვამდე, შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სახაზინო კოდი ----------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. 4. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში): ა)-------------------------------------------------------------------------------; ბ) ------------------------------------------------------------------------------; გ) ------------------------------------------------------------------------------; დ) ------------------------------------------------------------------------------; ე) -------------------------------------------------------------------------------; 5. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა მოსარგებლეს. - ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. -მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას. აუქციონატორი: / -------------------------- /--------------------------------------/ ხელმოწერა სახელი, გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მოსარგებლე): /----------------------- / -----------------------------------/ ხელმოწერა სახელი, გვარი . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები