„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016371
20
07/11/2019
ვებგვერდი, 11/11/2019
010250050.35.156.016371
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2019 წლის 7 ნოემბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტებისა  და  საქართველოს ორგანული  კანონის  „ნორმატიული  აქტების  შესახებ“  მე-20 მუხლის  შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის  მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  04/12/2017, სახელმწიფო  სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.156.016283)  და  დებულების  მე-12  მუხლის მე-9 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა და რეაგირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი