„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი“

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი“
დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საგარეო საქმეთა სამინისტრო
მიღების თარიღი 16/07/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 430.012.000.105
170
16/07/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 16/07/1996
430.012.000.105
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი“
საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №105

1996 წლის 16 ივლისი

ქ.თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

საკონსულო მოქმედებისათვის, რომელიც სრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების მიერ უცხოეთის იურიდიულ პირებს, მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირებს ახდევინებენ საკონსულო მოსაკრებლებს.

საკონსულო მოსაკრებლის გადახდა ხდება საქართველოს კანონმდებლობის, „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ ტარიფის, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეა საქართველო.

 

მუხლი 2

„საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკონსულო მოსაკრებლის ტარიფს ადგენს და აუცილებლობის შემთხვევაში შეიტანს მასში ცვლილებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინება და განაწილება ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 3

ფაქტობრივი დანახარჯები, რომლებიც წარმოიქმნება საკონსულო მოქმედებების შესრულებისას, ასევე უნდა იქნეს ანაზღაურებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული ტარიფის შესაბამისად.

საკონსულო მოქმედების განხორციელებისას წარმოქმნილ მატერიალურ დანახარჯებს განეკუთვნება: საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული დანახარჯები; საფოსტო, სატელეგრაფო სატელეფონო, სატრანსპორტო, მათ შორის სავიზო დოკუმენტაციის გადაგზავნასთან დაკავშირებული) ხარჯები: საქართველოს ვიზების გაცემასთან დაკავშირებული დანახარჯები, მათ შორის, სავიზო ეტიკეტის ღირებულება; საკანცელარიო და სხვა ნებისმიერი ზედნადები ხარჯები, მათ შორის ისეთი, რომლებიც დაკავშირებულია დოკუმენტების, მონაცემების გამოთხოვასა და საბუთების ლეგალიზაციასთან იმ ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც გასწია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა ან მისმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; საკონსულო მოქმედებათა სასწრაფო, არასამუშაო, არამიღების საათებსა და დღეებში, აგრეთვე სადღესასწაულო დღეებში შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ხარჯები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას პრაქტიკაში. მაგ. სხვადასხვა სახის ბლანკებისა და მოწმობების დამზადება, დოკუმენტების ქსეროასლების გადაღება. აგრეთვე ხარჯები, დაკავშირებული საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული კავშირებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან.

ასეთ დანახარჯებს განეკუთვნება აგრეთვე:

- შესაბამის უწყებებში განცხადებათა განხილვასთან, სასამართლო ან სხვა საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, რაც გასწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა ან საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებამ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;

- დანახარჯები ადვოკატების, ნოტარიუსების, მთარგმნელების, ექსპერტების ან სხვა პირების მიერ გაწეული იმ სამუშაოს ასანაზღაურებლად, რომელიც მათ დაევალათ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ან მისი წარმომადგენლობების მიერ, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;

- იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო მოქმედებების განხორციელებისას იზრდება ფაქტობრივი დანახარჯები, ან ისეთი მატერიალური ხარჯების წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული ფაქტობრივი დანახარჯების ტარიფით, განმცხადებელი გადაიხდის დამატებით შესაბამის თანხას.

ფაქტობრივი დანახარჯები არ შედის საკონსულო მოსაკრებელში და იგი მთლიანად ამოიღება შესაბამისი ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად.

 

მუხლი 4

ტარიფი შეიცავს საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთს უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის.

მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი განსაზღვრულია ისევე, როგორც მათი მუდმივსაცხოვრებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის.

საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესებულია საკონსულო მოსაკრებლის შეღავათიანი განაკვეთი.

საკონსულო მოსაკრებლის გადახდა ხდება საკონსულო მოქმედების შესრულებამდე.

ცალკეულ შემთხვევებში საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვადა შეიძლება დააწესოს საკონსულო დაწესებულებამ.

ერთ ქვეყანაში მოქმედი საკონსულო დაწესებულებები სარგებლობენ საკონსულო მოსაკრებლის ერთი და იმავე ტარიფით, ასევე საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინებას ახდენენ ერთიანი პრინციპით.

საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ან ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის, ან მისი ანაზღაურების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლებელია შეჩერდეს საკონსულო მოქმედების შესრულება ან უარი განეცხადოს განმცხადებელს ასეთი მოქმედების შესრულებაზე.

საბუთების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისათვის იურიდიული პირებისათვის საკონსულო მოსაკრებელი იზრდება 2-ჯერ.

განმცხადებლის თხოვნის შესაბამისად, იმ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ტარიფით, მოსაკრებელი აიკრიფება ფაქტობრივი დანახარჯის სახით.

 

მუხლი 5

საკონსულო დაწესებულების მიერ საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისათვის ინფორმაციულ-სამართლებრივი ხასიათის მომსახურების გაფორმება ხდება შესაბამისი ხელშეკრულებით, რომელშიც მიეთითება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.

ასეთი მომსახურების გაწევამ არ უნდა წარმოშვას საკონსულო დაწესებულებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის რაიმე ფინანსური ვალდებულება.

 

მუხლი 6

საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა ამ ტარიფში განსაზღვრულია აშშ დოლარებში, რომელიც გადაიხდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით ეკვივალენტურ ეროვნულ ვალუტაში.

ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურება ხდება ასევე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.

სასაზღვრო გამშვები პუნქტები, რომლებიც მოთავსებულია სასაზღვრო ზონების მიღმა და აწარმოებენ უცხოელების მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე, საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინებას აწარმოებენ უცხოურ ვალუტაში.

აშშ დოლარების გადაანგარიშება ეროვნულ ვალუტაზე ხდება ანგარიშსწორების მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსით.

საკონსულო მოსაკრებლის გადახდისა და ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურების დასადასტურებლად გაიცემა ქვითარი, რომლის ფორმასაც ადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს სავალუტო-საფინანსო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტი.

 

 

მუხლი 7

საკონსულო მოსაკრებელს არ ახდევინებენ:

ა) თუ ასეთი გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო;

ბ) საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციის საქმეებზე;

გ) უცხოური პასპორტების ვიზირებისათვის ნაცვალგების საფუძველზე;

ვიზის გაცემისათვის საკონსულო მოსაკრებელს არ იხდიან აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოში მომავალი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ სპეციალური ჩამონათვალის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგია;

დ) სისხლის სამართლის საქმეების, შრომითი სტაჟის, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის, არასრულწლოვანთა სოციალურ-სამართლებრივი დაცვის, შვილად აყვანისა და საალიმენტო საქმეთა დოკუმენტების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისათვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამასთან, როგორც წესი, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ არ ანაზღაურდეს საკონსულო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯები.

 

მუხლი 8

„საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვს შეამციროს საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი ან არ გადაახდევინოს მოსაკრებელი, აგრეთვე თანხა ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად ცალკეულ პირებს მათი განცხადების საფუძველზე, თუ აღნიშნული მიზეზები საპატიო იქნება.

ასეთ შემთხვევებში საკონსულო ოპერაციების სარეგისტრაციო წიგნში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

 

მუხლი 9

ვიზების გაცემის, დოკუმენტების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისათვის დადგენილი განაკვეთები ცალკეული ქვეყნებისათვის შეიძლება იყოს განსხვავებული ნაცვალგების პრინციპიდან და საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

ასეთი განაკვეთები განსაზღვრულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებულ ბიულეტენში, რომელსაც პერიოდულად აზუსტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

აღნიშნული ბიულეტენი წარმოდგენს საკონსულო მოსაკრებლის ტარიფის დანართს.

 

თავი II

საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემისათვის დაწესებული მოსაკრებელი

მუხლი 10

- საქართველოს მოქალაქის პასპორტის პირველადი გაცემა ან შეცვლა 25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში*

- დაკარგული პასპორტის ნაცვლად ახალი პასპორტის გაცემა  მოსაკრებელი იზრდება 2-ჯერ**

- საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელება   10 აშშ დოლარის ეკვივალენტი

პასპორტში ბავშვების ჩაწერა ან ამოწერა. 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი

- საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები გაიცემა უფასოდ.**

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, მათთან გათანაბრებულ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს პასპორტების გაცემისას საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი უმცირდებათ 50%ით.**

 

თავი III

საქართველოს ვიზების გაცემის, სავიზო დოკუმენტაციის გაფორმება-გადაგზავნისათვის დაწესებული მოსაკრებელი

მუხლი 11

უცხოელებზე ვიზების გაცემისათვის საკონსულო მოსაკრებელი აიკრიფება შემდეგი ოდენობით:

1. ერთჯერადი ვიზებისათვის

- ვადით 2 კვირამდე                                               30 აშშ დოლარის ეკვივალენტი

- ვადით 1 თვემდე                                                   40 აშშ დოლარის ეკვივალენტი

- ვადით 3 თვემდე                                                   60 აშშ დოლარის ეკვივალენტი

- გასვლის ვიზა                                                        30 აშშ დოლარის ეკვივალენტი

2. მრავალჯერადი ვიზებისათვის

- ვადით 6 თვემდე                                                   120 აშშ დოლარის ეკვივალენტი

- ვადით 1 წლამდე                                                  180 აშშ დოლარის ეკვივალენტი

3. სატრანზიტო ვიზებისათვის

- ერთჯერადი                                                           10 აშშ დოლარის ეკვივალენტი

- ორჯერადი                                                             15 აშშ დოლარის ეკვივალენტი

--------------------------------

საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემიდან თანხების განაწილების წესი დადგენილია მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის №240 დადგენილებით (პ.9)

*იხ. მინისტრთა კაბინეტის 18.10 1994 №742 დადგენილება

** იხ. მინისტრთა კაბინეტის 23.12.1993  №937 დადგენილება

*** იხ. მინისტრთა კაბინეტის 21.07.1994 №473 დადგენილება

 

ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის მოსაკრებელი აიკრიფება იმავე ოდენობით, რა რაოდენობაც დაწესებულია შესაბამისი ვიზის გაცემისათვის.

4. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში გაცემული ვიზისათვის

- ექსტრა ვიზისათვის (ვადით 1 თვემდე)        60 აშშ დოლარის ეკვივალენტი

- სატრანზიტო ვიზისათვის

- ერთჯერადი                                   20 აშშ  დოლარის ეკვივალენტი

- ორჯერადი                                     30 აშშ დოლარის ეკვივალენტი

 

 

 

მუხლი 12

- საკონსულო მომსახურებაზე აყვანილ ორგანიზაციათა რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია    60 აშშ დოლარის ეკვივალენტი

 

მუხლი 13

- მოქმედი ვიზის გადატანა ახალდაკარგული ან ვადაგასული პასპორტის სანაცვლოდ გაცემულ პასპორტში.                           შესაბამისი ვიზის ღირებულების 10%

 

მუხლი 14

- საზღვარგარეთ გასამგზავრებელი დოკუმენტების გაფორმება და შესაბამის საელჩოში გადაგზავნა ვიზის მისაღებად;

- საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საელჩოში    3 აშშ დოლარის ეკვივალენტი

- საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საელჩოებში    6 აშშ დოლარის ეკვივალენტი

 

თავი IV

მოსაკრებელი საბუთების გამოთხოვისათვის

მუხლი 15

- საბუთის გამოთხოვისათვის, რომლის მოცულობა არ აღემატება ხუთ ნაბეჭდ გვერდს 10 აშშ დოლარი

- ხუთ ნაბეჭდ გვერდზე მეტი მოცულობის მქონე საბუთის გამოთხოვისათვის - ყოველ მომდევნო გვერდზე დამატებით აიკრიფება 2 აშშ დოლარი

 

მოსაკრებელი განმცხადებელს არ უბრუნდება, თუ დოკუმენტი ან მის შესახებ ცნობები არ იქნა აღმოჩენილი.

გამოთხოვილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

 

თავი V

მოსაკრებელი დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის

მუხლი 16

მოქალაქეობრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის

- საქართველოს მოქალაქეებისათვის                  7 აშშ დოლარი

- უცხოელთათვის                                                15 აშშ დოლარი

განათლების შესახებ დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის

საქართველოს მოქალაქეებისათვის                    5 აშშ დოლარი

უცხოელთათვის                                                  10 აშშ დოლარი

იმ დოკუმენტების ლეგალიზაცია, რომლებიც შეფასებას ექვემდებარებიან (მინდობილობები, ხელშეკრულებები და ა. შ.)

- საქართველოს მოქალაქეებისათვის                  10 აშშ დოლარი

- უცხოელთათვის                                                 20 აშშ დოლარი

სხვა ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაცია

- საქართველოს მოქალაქეებისათვის                  5 აშშ დოლარი

- უცხოელთათვის                                                10 აშშ დოლარი