„მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად“

„მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად“
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საგარეო საქმეთა სამინისტრო
მიღების თარიღი
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 430.012.000.104
გამოუქვეყნებელი, 0, 16/07/1996
430.012.000.104
„მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად“
საგარეო საქმეთა სამინისტრო

შეთანხმებულია

საქართველოს ფინანსთა

მინისტრი  დ. იაკობიძე

1996 წელი

დამტკიცებულია

საქართველოს  საგარეო საქმეთა

მინისტრი  ი. მენაღარიშვილი

1996 წელი

 

მოსაკრებლის ტარიფი

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესრულებულ საკონსულო მოქმედებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად

1. მომართვების (განცხადებების, დოკუმენტების) მიღება

- რეგისტრაცია დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 2%-ის ოდენობით

- განხილვა, კონსულტაცია დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 30%-ის ოდენობით.

 2. საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზების

მისაღებად საჭირო დოკუმენტების შემოწმება, ნოტის შედგენა-დაბეჭდვა დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის ოდენობით.     

3. გაფორმებული საბუთების შესაბამის საელჩოებში გაგზავნა:

- საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ საელჩოებში             დაუბეგრავი მინიმალური

                                                                                                ხელფასის 200%-ის ოდენობით

- საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ                                 დაუბეგრავი მინიმალური

საელჩოებში                                                                          ხელფასის 50%-ის ოდენობით

 

თანხა განმცხადებელს არ უბრუნდება, თუ შესაბამისმა საელჩომ უარი თქვა ვიზის გაცემაზე.

4. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურება

- საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 50%-ის ოდენობით

- საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისათვის (საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების მომართვის საფუძველზე)      დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 150%-ის ოდენობით

- საქართველოს მოქალაქის პასპორტის ვადის გაგრძელება.                        

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 50%-ის ოდენობით

- პასპორტი ბავშვების ჩაწერა ან ამოწერა.                     

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 50%-ის ოდენობით.

5. დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი პასპორტის ნაცვლად საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული საბუთების მომზადება (საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების მომართვის საფუძველზე)

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის ოდენობით

- მომართვის და პასუხის ფაქსით გაგზავნის შემთხვევაში . დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 300%-ის ოდენობით.

6. საქართველოს სავიზო ანკეტის შევსება.  დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 50%-ის ოდენობით.

7. უცხოეთის ვიზების მისაღებად საჭირო სავიზო ანკეტის შესაბამის ენაზე შევსება.  დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 25%-ის ოდენობით.

8. დანახარჯების ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია საკონსულო დეპარტამენტის მიერ კომპეტენტურ ორგანოებთან დაკავშირებასთან იმ პირის საქართველოს საზღვარზე გატარების საკითხზე, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ვიზა

 დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 50%-ის ოდენობით.

9. საქართველოს ვიზის მიღებასთან და მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურება. შესაბამისი ვიზის გაცემისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის 20%

10. ექსტრა ვიზის მიღებისათვის შესაბამისი საკონსულო მოსაკრებლის 25%.

11. ორგანიზაციებისა და დაწესებულების წარმომადგენელთა ინსტრუქტაჟი უცხოელთა საქართველოში შემოსვლის გაფორმების წესთან დაკავშირებით    დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის ოდენობით

12. ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და ფირმათა მომართვების განხილვა უცხოელთათვის მრავალჯერადი ვიზების გაცემის თაობაზე და შესაბამისი მითითების გაგზავნა საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში:

- საქართველოს ორგანიზაციების, დაწესებულებისა და ფირმებისაგან დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 200%

- უცხოეთის ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ფირმებისაგან  დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 300%.

მე-9 და მე-10 პუნქტებში გათვალისწინებული თანხა განმცხადებელს არ უბრუნდება, თუ მას უარი ეთქვა შესაბამისი ვიზის გაფორმებაზე.

13. საკონსულო მომსახურებაზე აყვანილ ორგანიზაციათა რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია                                                                      

დაუბერგავი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

14. მოქმედი ვიზის გადატანა ახალ, დაკარგული ან ვადაგასული პასპორტის სანაცვლოდ ახალ პასპორტში                           

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

15. საბუთების გამოთხოვასთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურება  დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 200%

თანხა განმცხადებელს არ უბრუნდება, თუ საბუთი ვერ იქნა მოძიებული.

16. საბუთების ლეგალიზაცია

- მოქალაქეებისაგან, რომლებიც მუდმივად ან დროებით ცხოვრებენ საქართველოში.   დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის ოდენობით

- მოქალაქეებისაგან რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ    დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 200%-ის ოდენობით.

17. საკონსულო დეპარტამენტის მიერ იურიდიული ხასიათის ინფორმაციის გაცემა.   დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის ოდენობით (თითოეული ნაბეჭდი გვერდიდან).

18. საკონსულო დეპარტამენტის მიერ საკონსულო მოქმედების 3 სამუშაო დღეზე ადრე შესრულებისათვის (გარდა მე-10, მე-13, მე-20, 21-ე და 22-ე პუნქტებში ჩამოთვლილი მოქმედებებისა)   

ფაქტობრივი დანახარჯების შესაბამისი თანხის 100%-ის ოდენობით.

19. საკონსულო მოქმედებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისთვის

- 5 წუთამდე  დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 30%-ის ოდენობით

- 5 დან 10 წუთამდე           

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 50%-ის ოდენობით.

10 წუთზე ზევით კონსულტაციისათვის მოსაკრებელი თითოეულ წუთზე განისაზღვრება 1 ლარის ოდენობით.

20. მიღების საათების გარდა, სამუშაო საათებში, საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის დამატებით აიკრიფება:

საქართველოს მოქალაქეებისაგან                       

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 150%-ის ოდენობით უცხოელთაგან                      

მინიმალური ხელფასის 200%-ის ოდენობით.

21. არასამუშაო საათებში საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის დამატებით აიკრიფება საქართველოს მოქალაქეებისაგან                       

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 200% უცხოელთაგან                          

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 250%.

22. არასამუშაო და სადღესასწაულო დღეებში საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის დამატებით აიკრიფება საქართველოს მოქალაქეებისაგან                 

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 250% უცხოელთაგან                                      

დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის 300 % ოდენობით

იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო მოქმედებების განხორციელების დროს იზრდება ფაქტობრივი დანახარჯები, ან ისეთი მატერიალური ხარჯების წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ტარიფით, განმცხადებელი საკონსულო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე დამატებით გადაიხდის შესაბამის თანხას.

საკონსულო მოქმედებების შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად შემოსული თანხები მთლიანად რჩება საგარეო საქმეთა სამინისტროს და გამოყენებულ უნდა იქნეს მათ დასაფარავად.

- ორგანიზაციათა, დაწესებულებათა, ფირმათა და კერძო პირთა მიერ გაწეული იმ სამსახურის ასანაზღაურებლად, რაც დაკავშირებულია საკონსულო საქმიანობასთან.

- საკონსულო მოქმედებების განსახორციელებლად აუცილებელი საკანცელარიო და სხვა სახის საქონლის შეძენისათვის.

- საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა არასამუშაო და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის, მატერიალური წახალისებისა და სამივლინებო ხარჯების დაფარვისათვის.

- საოქმო ღონისძიებებისათვის და სხვ.