შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ასანა თვაური M830)

შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ასანა თვაური M830)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ინდექსი“
მიღების თარიღი 06/11/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
06/11/2019
ვებგვერდი, 08/11/2019
შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ასანა თვაური M830)
შპს „ინდექსი“
 
საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2019 წლის 6 ნოემბერი


სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელ ფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ „რეზონანსში“, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M 830

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: ასანა თვაური პ/ნ 24001034037 მის: კასპი სოფ. ფერმა მე-7 I შეს. №10

აუქციონის ჩატარების დრო: 18/11/2019 წლის 14:00 სთ-დან 21/11/2019 წლის 12:15 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 40 133,06 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: რაიონი კასპი, სოფელი ფერმა; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი); დაზუსტებული ფართობი: 4490.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით: 231.58 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 67.06.51.012

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე

3. eAuction.ge- ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1(ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს “ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე.