„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 470200000.10.003.021548
528
05/11/2019
ვებგვერდი, 07/11/2019
470200000.10.003.021548
„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №528

2019 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №133 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  20/03/2019, 470200000.10.003.021148) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.