დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 520 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/11/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.021540 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-4 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის;“; ბ) „ვ“ და „ვ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები (პირადი ნომრის მითითებით) წინა თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ (ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის): ვ.ა) საჯარო სკოლის მასწავლებლები; ვ.ბ) საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი; ვ.გ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები; ვ.დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით; ვ.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში; ვ.ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები; ვ.ზ) სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები; ვ.თ) პროფესიული სტუდენტები, მათ შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ კომპეტენციის ფარგლებში წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით; ვ.ი) საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელმაც თანხმობა განაცხადა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით განსაზღვრულ – საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღებაზე; ვ1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სტუდენტების შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა): ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ზ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ – „ვ.ზ“ და „ვ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები;“; ბ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი, გარდა ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-11 მუხლის 31 და მე-15 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“; გ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის პირველი, 11 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევა ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისას განიხილება და შეფასდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესით.“; დ) მე-15 მუხლის: დ.ა) მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) პაციენტი, თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით, იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის საჭიროებით განხორციელებული რეფერალის/ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისა (რომლებიც, მათი შემდგომი მიმდინარეობის მიუხედავად, სრულად განიხილება პროგრამულ შემთხვევად) და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.“; დ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. თუ პროგრამის მოსარგებლის კატეგორიის განსაზღვრისას გამოყენებულ მონაცემთა წყაროებში არსებულმა შეუსაბამობამ/ უზუსტობამ, რაც დადასტურდება კომპეტენტური ორგანოების მიერ, მიმწოდებლისა და პაციენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განაპირობა ამ დადგენილების №1 დანართის მე-8 და მე-11 მუხლებით დადგენილი პირობების დარღვევა, შესაბამისი შემთხვევები განიხილება და კლასიფიცირდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესით.“; ე) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემა (გარდა მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა);“; ვ) 22-ე მუხლის: ვ.ა) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ., კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 14, 21 და 45 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით.“; ვ.ბ) 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:. „82. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით, №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კარდიოქირურგიული მომსახურებების ანაზღაურება ხდება განმახორციელებლის მიერ ნოზოლოგიური ჯგუფებისთვის (დიაგნოზთან შეჭიდული მსგავსი სირთულის შინაარსობრივად ერთგვარი ინტერვენციების დაჯგუფება) დანართ №1.8-ის შესაბამისად განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში შესაბამისი პროცენტული თანაგადახდისა და წლიური ლიმიტის გათვალისწინებით.“. 3. დადგენილების №1.1 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) მე-2 პუნქტის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას), ასევე დეფიბრილატორით ან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის ხარჯები;“; ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.“. 4. დადგენილების №1.2 დანართის (გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული „კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპიის ტარიფები (ლარი)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“.
5. დადგენილების №1.2 დანართის (გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (გადაუდებელი მდგომარეობები) განსაზღვრული ცხრილის: ა) 7.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
ბ) 7.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
გ) 8.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
დ) 11.4, 11.5 და 11.6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
ე) 17.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ვ) 21.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
ზ) 24.1 და 24.2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
თ) 24.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
ი) 24.13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
კ) 24.16 და 24.17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“.
6. დადგენილების №1.3 დანართის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.“. 7. დადგენილების №1.4 დანართის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) მე-2 პუნქტის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე, ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას), ასევე დეფიბრილატორით ან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის ხარჯები;“; ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.“. 8. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1.8 – (პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები): „დანართი №1.8
პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები
.“. |
მუხლი 2 |
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების და/ან კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-4 და მე-8 პუნქტების ამოქმედებამდე, წერილობითი ფორმით, განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მეორე პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტისა. ამასთან, პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მოქმედებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან, ხოლო მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტი, მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-8 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|
დოკუმენტის კომენტარები