დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016115 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/11/2019 - 02/11/2020)
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) თანდართული წესდება (დებულება). |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) წესდება (დებულება)
|
თავი I
ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1.
საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) სტატუსი და ანგარიშვალდებულება
|
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) (შემდგომში – ცენტრი) წესდება (დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ცენტრის სამართლებრივ სტატუსს, ანგარიშვალდებულებას, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას და აწესრიგებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ცენტრი არის სამსახურის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის მოსამსახურეებსაც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეთ სპეციალური ან სამხედრო წოდება. ცენტრი ასრულებს სამსახურის დებულებით და ამ წესდებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 2.
ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
|
თავის საქმიანობაში ცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, სამსახურის დებულებით, ამ წესდებით, სამსახურის უფროსის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. |
თავი II
ცენტრის ამოცანები და კომპეტენცია |
მუხლი 3.
ცენტრის ამოცანები
|
1. ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურისთვის შესაბამისი კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ბ) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; გ) სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სასწავლო ღონისძიებების განხორციელება; დ) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა; ე) „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სათანადო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. |
მუხლი 4.
ცენტრის კომპეტენცია
|
1. ცენტრის კომპეტენციაა:
ა) უზრუნველყოს შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სამსახურის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით; ბ) უზრუნველყოს სამსახურისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; გ) უზრუნველყოს სამსახურში მისაღები კანდიდატების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად მომზადება; დ) უზრუნველყოს მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, ფიზიკური და ეთიკური აღზრდა; ე) უზრუნველყოს მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა; ვ) უზრუნველყოს სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხი; ზ) შექმნას განათლების მიღებისათვის აუცილებელი პირობები; თ) იზრუნოს თავისი მოსამსახურეების პროფესიულ განვითარებაზე; ი) ხელი შეუწყოს სამსახურში თანამედროვე ცოდნის დანერგვასა და ტექნოლოგიების გავრცელებას; კ) განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლება და გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი; ლ) პროფესიული განვითარებისათვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სათანადო სწავლება; მ) უზრუნველყოს სამსახურის მოსამსახურის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელება; ნ) სამსახურის სახელით დაამყაროს ურთიერთობები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, სამსახურის ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტი) კოორდინაციით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ო) ცენტრის საქმიანობა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ხორციელდება სამსახურის ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტი) თანამშრომლობითა და კოორდინაციით; პ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საარქივო საქმიანობა; ჟ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. |
თავი III
ცენტრის ხელმძღვანელობა და სტრუქტურული ქვედანაყოფები |
მუხლი 5.
ცენტრის უფროსი |
1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წარდგინებით.
2. ცენტრის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ცენტრში დასანიშნი კანდიდატების განხილვასა და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული საკითხის მოსაწესრიგებლად, თავის კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარუდგენს ცენტრში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, ასევე მოსამსახურეთა მივლინების საკითხებსა და წახალისების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს სასწავლებლად გასაგზავნი ცენტრის მოსამსახურეთა შერჩევას; კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის, სწავლის, სწავლების ფორმებისა და შეფასების სისტემის შესახებ; ცენტრის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; ცენტრში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება ცენტრის ამოცანებსა და კომპეტენციას; დ) ამტკიცებს ცენტრის სამუშაო გეგმებს და პროგრამებს, გარდა სასწავლო პროგრამებისა; ე) სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს ცენტრში მომზადებულ და შემოსულ დოკუმენტებს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად; ი) სამსახურის უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს ცენტრის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; მ) დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს აძლევს მითითებებს და დავალებებს; ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; ნ) კონტროლს უწევს სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას; ო) პერიოდულად აანალიზებს ცენტრის საქმიანობას და სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; პ) იღებს ზომებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და გაუმჯობესებისთვის; ჟ) სამსახურის სხვა დანაყოფებთან კოორდინაციით, ახორციელებს აქტუალური პრობლემების კვლევას და საჭიროების შემთხვევაში, მათთან დაკავშირებული ახალი პროგრამების შემუშავებას; რ) კოორდინაციას უწევს ცენტრის სასწავლო პროგრამების მომზადებასა და სწავლებას, ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს; ს) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სასწავლო სამმართველოს უფროსისა და სხვა მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ტ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს ცენტრის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; უ) წარუდგენს წინადადებებს სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ცენტრში კონკრეტული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ; ფ) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურის უფროსს წარუდგენს ცენტრის სასწავლო პროგრამებს დასამტკიცებლად;
ქ) საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 6.
ცენტრის სტრუქტურული დანაყოფები
|
ცენტრის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) სასწავლო სამმართველო; ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის ჯგუფი. |
თავი IV
ცენტრის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციები
|
მუხლი 7.
სასწავლო სამმართველოს კომპეტენცია |
სასწავლო სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ცენტრში ჩარიცხული მსმენელების მომზადება/გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მიმართულების სასწავლო პროგრამების შემუშავებას; ბ) სასწავლო პროცესის ორგანიზებას და მისი მიმდინარეობის მონიტორინგს; გ) სასწავლო პროცესის წარმართვას სათანადო ლიტერატურითა და სასწავლო მასალით; დ) ამ წესდებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებას. |
მუხლი 8.
ორგანიზაციული უზრუნველყოფის ჯგუფის კომპეტენცია
|
ორგანიზაციული უზრუნველყოფის ჯგუფი უზრუნველყოფს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელებას; ბ) სამსახურის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით ცენტრში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებასა და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას; გ) სამსახურის და ცენტრის სამართლებრივი აქტების პირადი შემადგენლობისთვის გაცნობას. დ) საბიბლიოთეკო წარმოებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში საარქივო წარმოებას; ვ) ამ წესდებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები