დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პურპროდუქტების მრეწველობისა და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს ტერიტორიული კოეფიციენტების გამოყენებისა და პრივატიზებით მიღებული სახსრების პურპროდუქტების მრეწველობის კორპორაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ჩარიცხვის წესის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39.04.873 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 29/08/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020.012.000.101 |
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის
დადგენილება ოქმი N39.04.873 29 აგვისტო, 1995 წ. |
პურპროდუქტების მრეწველობისა და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს ტერიტორიული კოეფიციენტების გამოყენებისა და პრივატიზებით მიღებული სახსრების პურპროდუქტების მრეწველობის კორპორაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ჩარიცხვის წესის შესახებ
|
„პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების პრივატიზების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 7 აგვისტოს №303 ბრძანებულებით და „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №392 დადგენილებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების დროს სახელმწიფო ქონების გასაყიდი ფასის განსაზღვრის სრულყოფის მიზნით
კოლეგია ადგენს: 1. ქ. თბილისში განთავსებული ობიექტების პრივატიზებისას ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის დაუმთავრებელი მშენებლობების გარდა/ ქონების შეფასება მოხდეს ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1994 წლის 29 სექტემბრის 07.02.24 გადაწყვეტილებით დამტკიცებული არასაცხოვრებელი ფართობების აფასების მეთოდიკით. 2. რესპუბლიკის ქალაქებსა /ქ. თბილისის გარდა/ და რაიონებში განთავსებული ობიექტების პრივატიზებისას ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის /დაუმთავრებელი მშენებლობების გარდა/ ქონების შეფასების დროს გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული შესაბამისი ტერიტორიული კოეფიციენტები, მათი არარსებობის შემთხვევაში კი - კოეფიციენტი - 2,0. 3. დაევალოს ბუღალტერიას (გ. ალადაშვილი): ა) პურპროდუქტების მრეწველობის ობიექტების პრივატიზებიდან შემოსული, მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ ანგარიშზე ჩასარიცხი თანხების 70% ჩაურიცხოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციას, რომლის საბანკო რეკვიზიტებია: სააქციო კომერციული აგრომრეწვბანკის თბილისის განყოფილება, მფო 220101412, ს/ა N000381025; ბ) ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზაციიდან ამოღებული სახსრები, პრივატიზაციის ორგანიზაციისათვის საჭირო ხარჯების გამოკლებით, ჩაურიცხოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, რომლის საბანკო რეკვიზიტებია: გაერთიანებული ქართული ბანკის ჩუღურეთის რაიონის N1 ფილიალი, მფო 522997, ს/ა 051700612, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდს. 4. დაევალოს სოციალური (კ. სოხაძე) და აგროსამრეწველო (თ. ჩხეიძე) სფეროს განყოფილებებს 5 დღის ვადაში აცნობონ კოლეგიას ამ დადგენილების შესახებ შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და პურპროდუქტების მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციას. 5. დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო განყოფილებას (მ. გაბუნია) 10 დღის ვადაში უზრუნველყოს კოლეგიის ამ დადგენილების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებამდე დაყვანა. 6. კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეებს, ბატონებს: ვ. ქარსელაძეს და კ. იოსელიანს.
მინისტრი კოლეგიის თავმჯდომარე ა. სილაგაძე მდივანი ნ. მეტრეველი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები