„პურპროდუქტების მრეწველობისა და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს ტერიტორიული კოეფიციენტების გამოყენებისა და პრივატიზებით მიღებული სახსრების პურპროდუქტების მრეწველობის კორპორაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ჩარიცხვის წესის შესახებ“

„პურპროდუქტების მრეწველობისა და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს ტერიტორიული კოეფიციენტების გამოყენებისა და პრივატიზებით მიღებული სახსრების პურპროდუქტების მრეწველობის კორპორაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ჩარიცხვის წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 39.04.873
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი 29/08/1995
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/1995
სარეგისტრაციო კოდი 020.012.000.101
39.04.873
29/08/1995
გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/1995
020.012.000.101
„პურპროდუქტების მრეწველობისა და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს ტერიტორიული კოეფიციენტების გამოყენებისა და პრივატიზებით მიღებული სახსრების პურპროდუქტების მრეწველობის კორპორაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ჩარიცხვის წესის შესახებ“
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის

დადგენილება

ოქმი N39.04.873

29 აგვისტო, 1995 წ.

პურპროდუქტების მრეწველობისა და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს ტერიტორიული კოეფიციენტების გამოყენებისა და პრივატიზებით მიღებული სახსრების პურპროდუქტების მრეწველობის კორპორაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ჩარიცხვის წესის შესახებ

„პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების პრივატიზების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 7 აგვისტოს №303 ბრძანებულებით და „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №392 დადგენილებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების დროს სახელმწიფო ქონების გასაყიდი ფასის განსაზღვრის სრულყოფის მიზნით

კოლეგია ადგენს:

1. ქ. თბილისში განთავსებული ობიექტების პრივატიზებისას ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის დაუმთავრებელი მშენებლობების გარდა/ ქონების შეფასება მოხდეს ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1994 წლის 29 სექტემბრის 07.02.24 გადაწყვეტილებით დამტკიცებული არასაცხოვრებელი ფართობების აფასების მეთოდიკით.

2. რესპუბლიკის ქალაქებსა /ქ. თბილისის გარდა/ და რაიონებში განთავსებული ობიექტების პრივატიზებისას ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის /დაუმთავრებელი მშენებლობების გარდა/ ქონების შეფასების დროს გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული შესაბამისი ტერიტორიული კოეფიციენტები, მათი არარსებობის შემთხვევაში კი - კოეფიციენტი - 2,0.

3. დაევალოს ბუღალტერიას (გ. ალადაშვილი):

ა) პურპროდუქტების მრეწველობის ობიექტების პრივატიზებიდან შემოსული, მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ ანგარიშზე ჩასარიცხი თანხების 70% ჩაურიცხოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციას, რომლის საბანკო რეკვიზიტებია: სააქციო კომერციული აგრომრეწვბანკის თბილისის განყოფილება, მფო 220101412, ს/ა N000381025;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზაციიდან ამოღებული სახსრები, პრივატიზაციის ორგანიზაციისათვის საჭირო ხარჯების გამოკლებით, ჩაურიცხოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, რომლის საბანკო რეკვიზიტებია: გაერთიანებული ქართული ბანკის ჩუღურეთის რაიონის N1 ფილიალი, მფო 522997, ს/ა 051700612, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდს.

4. დაევალოს სოციალური (კ. სოხაძე) და აგროსამრეწველო (თ. ჩხეიძე) სფეროს განყოფილებებს 5 დღის ვადაში აცნობონ კოლეგიას ამ დადგენილების შესახებ შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და პურპროდუქტების მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციას.

5. დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო განყოფილებას (მ. გაბუნია) 10 დღის ვადაში უზრუნველყოს კოლეგიის ამ დადგენილების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებამდე დაყვანა.

6. კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეებს, ბატონებს: ვ. ქარსელაძეს და კ. იოსელიანს.

 

მინისტრი

კოლეგიის თავმჯდომარე                                                ა. სილაგაძე

მდივანი                                                                         ნ. მეტრეველი