დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-1121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360000000.22.023.016604 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/11/2019 - 23/02/2023)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ
|
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თანდართული წესი და პირობები. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესი და პირობები |
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – დეპარტამენტი/სააგენტო) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
1.
დეპარტამენტი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი ბიუჯეტიდან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუქირავოს საცხოვრებელი ბინა (ოჯახის წევრებთან – მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად) იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული, ამასთანავე, დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლების გარეთ მდებარეობს. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ამ მისი ოჯახის წევრებს (მეუღლეს ან არასრულწლოვან შვილებს) დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ან სამუშაო ადგილიდან 30 კილომეტრამდე მანძილზე არ გააჩნიათ საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი. |
3.
საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დეპარტამენტში/სააგენტოში წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა მასზედ, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის გამო მას ესაჭიროება საცხოვრებელი ბინის დაქირავება. |
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნას დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელიმა ვალდებულია დაურთოს – ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად ან ორი მეზობლის ხელმოწერით (ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ) შედგენილი დოკუმენტით. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ბინის დაქირავება უნდა მოხდეს ოჯახის წევრებთან – მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად, დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ვალდებულია დეპარტამენტში/სააგენტოში დამატებით წარადგინოს ოჯახის წევრთა შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ქორწინების რეგისტრაციიის მოწმობა და დაბადების რეგისტრაციის მოწმობა). |
| მუხლი 3 |
1.
დეპარტამენტი/სააგენტო ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში საცხოვრებელი ბინის დაქირავებას ახორციელებს დეპარტამენტსა/სააგენტოსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. |
2.
საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური გადასახადი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს:
ა) მხოლოდ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის, ოჯახის გარეშე: |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები