დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016486 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მედიკამენტებით უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (დაზუსტებული ნოზოლოგიის) შემთხვევაში სამკურნალოდ მოქალაქეებს სამედიცინო (სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობები) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ვირუსული ჰეპატიტების (დაზუსტებული ნოზოლოგიის) შემთხვევაში სამკურნალოდ მოქალაქეებს სამედიცინო (სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობები და სამედიცინო გამოკვლევები) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები