„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 218/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017838
218/ნ
07/11/2019
ვებგვერდი, 07/11/2019
040030000.22.022.017838
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №218/ნ

2019 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში (სსმ, №168, 28.11.2007) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

 

1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ი1 და ი2 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) საბჭოების წარდგინებით;

2) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) საბჭოების წარდგინებით;“.

2. მე-10 მულის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;

თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით;

კ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;

ლ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

მ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს:

მ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

მ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს/წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

მ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; 

მ.დ) აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის წესს;

ნ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ო) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ჟ) ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

3. 33-ე მუხლი მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უნივერსიტეტის სპიკერის არჩევიდან 2 კვირის ვადაში, მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციას სარეგისტრაციოდ წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.“.

4. 62-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

 „2. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესაძლებელია ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ემერიტუსის აკადემიური წოდება მიანიჭოს 65 წელს მიღწეულ პირს, რომელიც წარდგინების აღძვრის მომენტისათვის აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:  

 ა) უკავია პროფესორის თანამდებობა და აქვს ამ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) აქვს უნივერსიტეტში, მათ შორის, ამ უნივერსიტეტთან ინტეგრირებულ სამეცნიერო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 25 წლის გამოცდილება; 

გ) თავისი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტში შესაბამისი დარგის განვითარებაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„3. ემერიტუსის წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს შემდეგი ვადების დაცვით:

ა) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით;

გ) შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მე-3 სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე უვადოდ არჩეული პროფესორის მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„5.  ემერიტუსის მიერ უნივერსიტეტში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის დაწყება (გარდა საათობრივად ანაზღაურებადი პედაგოგიური საქმიანობისა ან/და უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული ეროვნული ან/და საერთაშორისო საგრანტო ან/და საუნივერსიტეტო მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ან/და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წლიური სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სხვა სამუშაოს შესრულებისა, ამ ერთეულის ან უნივერსიტეტის საკონკურსო თანამდებობის დაკავების გარეშე) ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება, მისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის შეწყვეტის საფუძველია.“.

5. 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„2. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

6. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„მუხლი 73. საბუღალტრო ანგარიშგება

1. უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

2. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“;

7. 74-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს უნივერსიტეტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“.

8. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღნიშნულ წესდებაში ცვლილებების ან დამატებების პროექტს შეიმუშავებს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.