დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.155.016325 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/11/2019 - 28/02/2023)
|
წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
1) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – დაწესებულება) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია; 2) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; 3) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; 4) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. |
მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები |
განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:
ა) წალკის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს; დ) წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს. |
მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი |
1. სამორიგეო ავტომობილების რიცხვი დგინდება შემდეგი პრინციპით: 100 საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო 100-ის ზევით ყოველ 50 საშტატო ერთეულზე 1 ერთეული.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. 4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ. |
მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი |
1. ავტომობილების კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისთვის.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილებისთვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისთვის. 3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა. 4. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი №1 და ცხრილი №2-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის. |
მუხლი 6. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა |
დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. |
ცხრილი №1
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
ცხრილი №2
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები