დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016449 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 06.03.2019, 010250050.35.166.016435) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის“:
1. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად მცხოვრებ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა – საცხოვრებელი ფართის ქირა 100 ლარის ოდენობით გაიცემა: ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან; ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); გ) თუ ოჯახს აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინა, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც უნდა დადგინდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ; დ) თუ მრავალშვილიანია; ე) თუ ძალადობის მსხვერპლია; ვ) თუ სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასული 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდაა. 3. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლები; გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა, გაცემული ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ, ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხანგრძლივობის შესახებ; ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ძალადობის მსხვერპლად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ; თ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ასევე, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ზრუნვა ბავშვიანი ოჯახების მიმართ.“. 2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 13. ოჯახებისა და ბავშვების დახმარების ქვეპროგრამა 1. ოჯახის, რომელიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. ბავშვთა კვების თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციაა: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV100/ა; ე) ხარჯის აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; ზ) ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; თ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები