დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 513 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.021533 |
|
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3, 31 და 32 მუხლები ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამთავრობო ზედამხედველობის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: ბ.ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა; ბ.ბ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი; ბ.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ მოქალაქეებისათვის გასაწევი მომსახურების კონტროლი, მათ შორის, ფსევდომომხმარებლის მეშვეობით; ბ.დ) სამთავრობო პროგრამის, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმათა შესრულებისა და რეფორმების თაობაზე მიღებულ რეკომენდაციათა/გადაწყვეტილებათა უშუალო აღსრულების პროცესის მონიტორინგი; ბ.ე) მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა და პირთა გაერთიანებების მომართვიანობის შემთხვევაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილების განხორციელების მონიტორინგი; ბ.ვ) სამინისტროებიდან, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებიდან, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ამოცანების შესრულების მიზნით; ბ.ზ) განხორციელებული კოორდინაციის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება, შემდგომში საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის მიზნით; ბ.თ) საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ხელშეწყობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ე.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; ე.ბ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა; ე.გ) საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა; ე.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია; ე.ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით; ე.ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება; ე.ზ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა; ე.თ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ე.ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; ე.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი; ე.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ე.მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“; გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „კ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი), რომლის ძირითადი ამოცანებია: კ.ა) საგარეო რისკების ანალიზი და, საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია; კ.ბ) უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; კ.გ) საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; კ.დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური პოზიციის მომზადების/გავრცელების უზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე; კ.ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება; საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება; შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; კ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ლ) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ლ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; ლ.ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა; ლ.გ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ლ.დ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია; ლ.ე) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ლ.ვ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა; ლ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; მ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: მ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ფოტო, ვიდეო და ტექნიკური მასალის შექმნა, გავრცელება და დაარქივება; მ.ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა; მ.გ) ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა; მ.დ) პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; ძირითადი საკომუნიკაციო პროდუქტების გაცნობა, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი; მ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ღონისძიებებისა და პროექტების, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, პრაქტიკული რეალიზაცია და მონიტორინგი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება; მ.ვ) ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, სინქრონიზება, განახლება, კორექტირება და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზი; მ.ზ) მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა, წინასწარ დაგეგმილი, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაცია; მ.თ) ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო/საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, თანამშრომლები) კომუნიკაციის უზრუნველყოფა; მ.ი) მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ჭრილში: აღნიშნული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი; მ.კ) ღონისძიების შესაბამისი კონცეფციის შექმნა და ფორმატის განსაზღვრა; ღონისძიების შესაძლო რისკების განსაზღვრა და მათი მართვა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; მ.ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან; მ.მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო (სამსახური), რომლის ძირითადი ამოცანებია: ნ.ა) ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობების კოორდინაცია; ნ.ბ) მუნიციპალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; ნ.გ) სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ნ.დ) „მწვანე ეკონომიკის“ ინსტრუმენტებისა და „მწვანე ტექნოლოგიების“ დანერგვის ხელშეწყობა; ნ.ე) გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო/კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და მედიაცია; ნ.ვ) აქტუალური და პრიორიტეტული გარემოსდაცვითი საკითხების, ასევე კონკრეტული პროექტების გარემოსდაცვითი ინტერესების პრიორიტეტული დაცვის თვალსაზრისით განხილვა/შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ნ.ზ) გარემოსდაცვითი ახალი საკითხების ინიციირება შესაბამის უწყებებში, უწყებათშორისი საკითხების პრიორიტეტიზაცია და მათი კოორდინირება; გარემოსდაცვით სფეროში მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა; ნ.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ო) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: ო.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; ო.ბ) თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; პ) შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: პ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; პ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით. 12. რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს/ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას უფორმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველ სამდივნოს ხელმძღვანელობს გარემოსდაცვითი ომბუდსმენი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს/ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას უფორმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“. 4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო, სამსახური ან/და განყოფილება.“. 5. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლება-მოვალეობებს;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით, გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები