„საქართველოში ელექტროშოკის აპარატებით თევზჭერის შეჩერების შესახებ“

  • Word
„საქართველოში ელექტროშოკის აპარატებით თევზჭერის შეჩერების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 20/03/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 20/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.093
  • Word
22
20/03/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 20/03/1996
240.012.000.093
„საქართველოში ელექტროშოკის აპარატებით თევზჭერის შეჩერების შესახებ“
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი        240.012.000.093

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება N22

1996 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოში ელექტროშოკის აპარატებით თევზჭერის შეჩერების შესახებ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სპეციალისტებისა და საზოგადოებრიობის დამოკიდებულება ელექტროშოკური თვეზსაჭერი მოწყობილობების გამოყენების მიმართ არაერთგვაროვანია.

საქართველოში თევზდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ვბრძანებ:

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეჩერდეს ელექტროშოკის აპარატების გამოყენება თევზჭერის მიზნით სამინისტროს მიერ საქართველოში თევზჭერის შესახებ ახალი ნორმატიული აქტის მიღებამდე.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყოფილი სსრკ თევზის მრეწველობის სამინისტროს N64 ბრძანება (1968 წ. 26.02).

3. დაევალოთ:

ა) თევზის მარაგის დაცვისა და აღწარმოების სამმართველოს, მდინარე მტკვარზე გაცემული თევზჭერის ლიცენზიების პირობებიდან ამოიღოს ელექტროაპარატ „პელიკანის“ გამოყენების ნებართვა;

ბ) ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად წარმოადგინოს მოსაზრება ელექტროშოკით თევზჭერის მიზანშეწონილობის შესახებ;

გ) სამინისტროს პრეს-ცენტრს პრესაში შესაბამისი განცხადების გაკეთება;

დ) გარემოს დაცვის ადგილობრივ სამსახურებს წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე კონტროლის გაწევა ადგილებზე.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ზ.თავართქილაძეს.

5. ეს ბრძანება დაეგზავნოს სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს და ეკოპოლიციის სამმართველოს.       

ნ. ჩხობაძე