„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 509
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021529
509
31/10/2019
ვებგვერდი, 04/11/2019
470230000.10.003.021529
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №509

2019 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის  2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2019, 470230000.10.003.021024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი:

„გ.ვ) მესტიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სამედიცინო და სარეაბილიტაციო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვა;“;

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ბ“, „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „გ.ე“ და „გ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 20 000.0 ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

8 005.9

1.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

764.0

1.2. აღჭურვა სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, საოფისე ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით

6 805.9

 

1.3. სარეზერვო გარე ელექტრომომარაგების ხაზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

421.0

 

1.4. ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა

15.0

2

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:

1 961.7

 

2.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო  გადასახადის  გადახდა

461.7

 

2.2. ფუნქციონირებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

1 500.0

3

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

5 361.6

 

3.1.  52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით

260.0

3.2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების შესყიდვა

2 808.0

3.3. სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

560.0

 

3.4. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

188.5

 

3.5. 12 (თორმეტი) ერთეული სპეციალიზებული

მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის შესყიდვა

1 512.6

 

3.6. მესტიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

32.5

4

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის:

908.8

 

4.1. სამედიცინო აპარატურისა  და მოწყობილობების შესყიდვა

708.8

 

4.2. სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

200.0

5

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

300.0

6

დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურსა და სხვა საკურორტო ზონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების (EMERGENCY) მშენებლობა, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და აღჭურვა

2 124.8

7

ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“)  აღჭურვა და  სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

600.0

8

ქ. რუსთავში ფსიქიკური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო ცენტრის საპროექტო მომსახურების შესყიდვა

50.0

9

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

10

შპს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სამედიცინო და სარეაბილიტაციო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვა

490.0

11

ორ სერვერულ ცენტრს შორის ძირითადი და ალტერნატიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი („Dark Fiber“) კავშირის უზრუნველყოფის შესყიდვა

28.2

12

NordDRG Grouper-პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

121.0

 

სულ:

20 000.0.

.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია