მეთოდური მითითებანი „საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ“

მეთოდური მითითებანი „საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 15/01/1996
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 15/01/1996
სარეგისტრაციო კოდი 180.013.000.086
31
15/01/1996
გამოუქვეყნებელი, -, 15/01/1996
180.013.000.086
მეთოდური მითითებანი „საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ“
საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის თავმჯდომარის

ბრძანება №31

1996 წლის 15 იანვარი

მეთოდური მითითებანი

საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ

საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე ტარიფების სიდიდის განსაზღვრა უეჭველად უნდა ეყრდნობოდეს მარშრუტზე მომუშავე მოძრავი შემადგენლობაში სრული დანახარჯების დაფარვის პრინციპს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მოკლე დროში მათ მუშაობას აზრი დაეკარგება.

ეს პრინციპი პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ტარიფი მგზავრთა გადაყვანაზე ცალსახად შეესაბამება სრულ დანახარჯებს, ხოლო მოძრავმა შემადგენლობამ ისეთნაირად უნდა იმუშაოს, რომ მაქსიმალურად შეამციროს საკუთარი ხარკები. მაშინ, როდესაც მარშრუტზე მუშაობს სხვადასხვა ტიპის მოძრავი შემადგენლობა, ამ შემთხვევაში ტარიფი ნაკლებად ეფექტიანად მომუშავე მოძრავი შემადგენლობის დანახარჯებს შეესაბამება.

ამ მიდგომის გამოყენების აუცილებლობას განაპირობებს ის, რომ მგზავრთა გადაყვანაზე ვრცელდება ფასებისა და ტარიფების პირდაპირი სახელმწიფო რეგულირება და ამასთან აუცილებელი ხდება ქსელში ყველაზე ეფექტიანი მოძრავი შემადგენლობის მოზიდვა, რითაც ნაკლებად გაბინძურდება გარემო, შენარჩუნდება მგზავრთა გადაყვანაზე სტაბილური ტარიფები.

წინამდებარე ნორმატიულ დოკუმენტში ადრეულისაგან განსხვავებით მძღოლის ერთი თვის ძირითადი ხელფასის მინიმალურ დონედ რეკომენდირებულია განისაზღვროს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ გაანგარიშებული მინიმალური სამომხმარებლო (საცხოვრებელი) ბიუჯეტი.

ამ ღონისძიების გატარების საჭიროებას განაპირობებს დაბეგვრისა და შემოსავლების აღრიცხვის გაუმჯობესების აუცილებლობა და შესაბამისად ბიუჯეტში რეალურად ჩასარიცხი თანხების განსაზღვრა.

საგულისხმოა ისიც, რომ მარშრუტზე მომუშავე მანქანებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არავითარი შეღავათი არ ეძლევათ, რაც ცხადია მოძრავი შემადგენლობის მფლობელებს აიძულებს იზრუნონ ახალი, ეფექტიანი, თანამედროვე მანქანების შეძენისათვის.

წინამდებარე მეთოდიკის საფუძველზე, სადაც მოცემულია ძირითადად ყველა საჭირო საცნობარო - ნორმატიული მასალა, მათი გამოყენების წესი სათანადო კომენტარებით, სამგზავრო მარშრუტებზე ტარიფების გაანგარიშებას და დამტკიცებას ახორციელებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი.

ავტოტრანსპორტით მგზავრთა მომსახურების თვითღირებულების შემადგენელი მუხლებია:

- მძღოლის შრომის ანაზღაურების ხარჯი;

- საწვავის ხარჯი;

- შემზეთ-საცხები მასალების ხარჯი;

- საბურავების ცვეთის აღდგენისა და შეკეთების ხარჯი;

- მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ხარჯი;

- მოძრავი შემადგენლობის მთლიანი აღდგენის საამორტიზაციო ანარიცხები;

- გადასახადი სატრანსპორტო საშუალებათა ფლობისათვის;

- საერთო სამეურნეო (ზედნადები) ხარჯები;

- ანარიცხები საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის;

- ანარიცხები მგზავრთა სავალდებულო დაზღვევაზე;

- გადასახადი ავტოსადგურების მომსახურებაზე.

სატრანსპორტო მომსახურების ერთეულზე ხარჯების სიდიდის გამოთვლისას მომსახურების ერთეულად აღებულია ავტომობილის ერთ კილომეტრზე გარბენა, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ერთი მგზავრკილომეტრის ღირებულების (ტარიფის) და გამომდინარე აქედან ბილეთის ღირებულების (ფასის) დადგენა.

გავშიფროთ მომსახურების თვითღირებულების თითოეული მუხლი საწყისი მონაცემებისა (დანართი 1) და მომსახურების ღირებულების (დანართი 2) კალკულაციის ფორმების მიხედვით.