პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5280-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.019642
5280-Iს
01/11/2019
ვებგვერდი, 04/11/2019
100030010.05.001.019642
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით − გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში.“.

2. 115მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 47-ე მუხლის 2​2 ნაწილით ან 71​8 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2019 წ.

N5280-Iს