დებულება „საავტომობილო გადაზიდვების თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობის შესახებ“

დებულება „საავტომობილო გადაზიდვების თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 13/02/1996
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/02/1996
სარეგისტრაციო კოდი 180.013.000.085
12
13/02/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 13/02/1996
180.013.000.085
დებულება „საავტომობილო გადაზიდვების თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობის შესახებ“
საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის

დეპარტამენტის  თავმჯდომარის

12 ბრძანება

1996 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

საავტომობილო გადაზიდვების თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობის შესახებ მეთოდური მითითებანი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ

 

შეთანხმებულია

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე

რ. მითაიშვილი

შეთანხმებულია

საქართველოს რესპუბლიკის  ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მ. მურჯიკნელი

ვამტკიცებ

საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე

დებულება

საავტომობილო გადაზიდვების თვითღირებულებაში შესატანი

დანახარჯების შემადგენლობის შესახებ

შემუშავებული და დამტკიცებულია საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს №1565 დადგენილებით დამტკიცებული „პროდუქციის/სამუშაოების, მომსახურების/ თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობისა და ფინანსური შედეგების ფორმირების წესის შესახებ" დებულების შესაბამისად.

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. საავტომობილო გადაზიდვების თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობა

1. საავტომობილო ტრანსპორტის საწარმოს თვითღირებულება შედგება იმ დანახარჯებიდან, რომელიც დაკავშირებულია გადაზიდვების პროცესში ნედლეულის, მასალების, სათბობის ენერგიის, ძირითადი ფონდების, შრომითი რესურსების გამოყენებასთან, აგრეთვე ამ მომსახურების რეალიზაციაზე გაწეულ სხვა დანახარჯებისაგან.

გადაზიდვების თვითღირებულებაში შეიტანება გადაზიდვების განხორციელებასთან უშუალოდ დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც განპირობებულია გადაზიდვების ორგანიზაციით, ტექნოლოგიითა და ხარისხით, კერძოდ:

1. მძღოლებს შრომის ანაზღაურების ხარჯები;

2. ავტოშემკეთებლის შრომის ანაზღაურების ხარჯები;

3. ანარიცხები სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან ფონდში;

4. ანარიცხები დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში;

5. ანარიცხები ჯანმრთელობის დაცვის ფონდში;

6. ყველა სახის საწვავზე გაწეული სარჯები;

7. შემზეთ-საცხებ მასალებზე გაწეული ხარჯები;

8. სათადარიგო ნაწილებზე, მასალებზე და რემონტზე გაწეული ხარჯები;

9. საბურავების ცვეთის, აღდგენისა და შეკეთებაზე გაწეული ხარჯები;

10. გადასახადი სატრანსპორტო საშუალებათა ფლობისათვის;

11. სატრანსპორტო გადასახადი;

12. საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია;

13. მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ცვეთა;

14. ზედნადები ხარჯები;

15.საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლების 2 %;

16. მგზავრთა სავალდებულო დაზღვევის გადასახადი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მიმოსვლის მარშრუტებზე ბილეთის ღირებულების 1,5%-ის ოდენობით /მინ. კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №747 დადგენილება/;

17. სამგზავრო ავტოსადგურების მიერ გაწეული მომსახურების საკომისიო თანხები, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით;

18. სხვა ხარჯები, რომლებიც არ აისახება მოგება-ზარალის ანგარიშზე და საწარმოს განკარგულებაში დარჩენილ მოგებაზე; მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს დამტკიცებული №565 „პროდუქციის /სამუშაოების, მომსახურების/ თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობისა და ფინანსური შედეგების ფორმირების წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.

II. ხარჯები და დანაკარგები, რომლებიც არ შეიტანება გადაზიდვების თვითღირებულებაში და მიეკუთვნება მოგება-ზარალის ანგარიშს

1. დანახარჯები გაუქმებულ შეკვეთებზე, აგრეთვე დანახარჯები, რომლებმაც არ მოგვცა სატრანსპორტო პროდუქცია;

2. დანახარჯები დაკონსერვებული საწარმოო სიმძლავრეების და ობიექტების შენახვაზე, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ანაზღაურებულია სხვა წყაროების ხარჯზე;

3. დანაკარგები მოცდენებიდან გარეშე მიზეზებით, რომელიც ანაზღაურებული არ არის დამნაშავეთა მიერ;

4. დანაკარგები საწარმოო მარაგების და მზა პროდუქციის ჩამოფასებიდან;

5. ზარალი ტარის ოპერაციებიდან;

6. სასამართლო და საარბიტრაჟო ხარჯები;

7. სასამართლოს ან არბიტრის მიერ მისჯილი ან აღიარებული ჯარიმები, საურავები, საპირგამტეხლო და სხვა სახის სანქციები სამეურნეო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, აგრეთვე ხარჯები მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად;

8. საეჭვო ვალების რეზერვი სხვა საწარმოებთან, აგრეთვე ცალკეულ პირებთან ანგარიშსწორებათა მიხედვით, რომელიც ექვემდებარება დარეზერვებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

9. დარიცხული საწარმოთა ქონების გადასახადის თანხები;

10. ზარალი დებიტორული დავალიანებების ჩამოწერიდან, რომელზედაც ძიების ხანდაზმულობის ვადა გასული, ასევე სხვა ვალების ჩამოწერიდან, რომელთა ამოღება მიჩნეულია არარეალურად;

11. ზარალი გასული წლების ოპერაციებით, რომელიც გამოვლენილია მიმდინარე წელს;

12. სტიქიური უბედურებით გამოწვეული /ძირითადი ფონდების, საწარმოო მარაგების, მზა ნაწარმის და სხვა მატერიალური ფასეულობების განადგურება და გაფუჭება, დანაკარგები წარმოების გაჩერებიდან და სხვა/.

ანაზღაურებული დანაკარგები სტიქიური უბედურების ლიკვიდაციასთან და თავიდან აცილებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით;

13. აუნაზღაურებელი ზარალი ხანძრის, ავარიის და სხვა საგანგებო შემთხვევების შედეგად, რომლებიც გამოწვეულია ექსტრემალური სიტუაციებით.

14. ზარალი დატაცებებიდან, რომლებზედაც დამნაშავენი სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის;

15. კურსებს შორის უარყოფითი სხვაობა, საცალო ანგარიშებისა და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების მიხედვით.

III. შემოსავლები, რომლებიც აისახება მოგება-ზარალის ანგარიშზე

1. შემოსავლები, რომელიც მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სხვა საწარმოებით საქმიანობაში  წილობრივი მონაწილეობიდან, დივიდენდები აქციებიდან და შემოსავლები საწარმოების კუთვნილი ობლიგაციებიდან და სხვა ფასიანი ქაღალდებიდან;

2. შემოსავლები ქონების იჯარით გაცემიდან;

3. შემოსავლები საწარმოო მარაგების და მიღების ფასებიდან;

4. მისჯილი ან მევალეთა მიერ აღიარებული ჯარიმები, საურავები, საპირგამტეხლო და სხვა სახის სანქციები სამეურნეო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის, აგრეთვე შემოსავლები მიყენებული ზარალის ანაზღაურების შედეგად;

5. გასული წლის მოგება, რომელიც გამოვლენილია  საანგარიშგებო წელს;

6. დადებითი საკურსო სხვაობები სავალუტო ანგარიშების და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების მიხედვით;

7. სხვა შემოსავლები იმ ოპერაციების შედეგად, რომლებიც უშუალოდ არაა დაკავშირებული სატრანსპორტო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან.

IV. ხარჯები, რომელიც ხორციელდება საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი ნოტებიდან და სხვა მიზნობრივი შემოსავლებიდან

ხარჯებს, რომლებიც ხორციელდება საავტომობილო საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან და სხვა მიზნობრივი შემოსავლებიდან მიეკუთვნება:

1. პრემიები, რომელიც გაცემულია სპეციალური დანიშნულების ფონდებიდან და სხვა მიზნობრივი შემოსავლებიდან;

2. მატერიალური დახმარება /მათ შორის, უფასო მატერიალური დახმარება მუშაკებისათვის კოოპერატიულ მშენებლობითი თავდაპირველ შენატანებზე, კრედიტის ნაწილობრივ დაფარვაზე, კოოპერაციული და ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის/, უპროცენტო სესხი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის, ოჯახური მეურნეობის მოწყობისა და სხვა სოციალური საჭიროებისათვის;

3. კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისად/ კანონმდებლობით გათვალისწინებულზე ზევით/მუშაკებისთვის დამატებითი შვებულების ანაზღაურება, მათ შორის ქალებისათვის, რომლებიც ზრდიან ბავშვებს. ანაზღაურება მუშაკის ოჯახის წევრებისთვის შვებულების გამოყენების ადგილამდე და უკან მგზავრობისთვის.

4. წანამატები პენსიაზე, ერთდროული დახმარება პენსიაზე გამსვლელი შრომის ვეტერანებისათვის შემოსავლები/დივიდენდი/პროცენტი/, რომელიც გაცემულია საწარმოს შრომითი კოლექტივის წევრების აქციებისა და შენატანების მიხედვით, ფასების მომატებასთან  დაკავშირებით კომპენსაციები მთავრობის მიერ დადგენილი შემოსავლების ინდექსაციის ზევით კომპენსაცია კვების გაძვირებასთან დაკავშირებით სასადილოებში, ბუფეტში, პროფილაქტორიუმებში ან მისი გაცემა შეღავათიან ფასებში

ან უფასოდ /გარდა სპეციალური კვებისა, რომელიც დადგენილია მუშაკია ცალკეული კატეგორიებისათვის კანონმდებლობით;

5. მგზავრობის ანაზღაურება სამუშაო ადგილამდე საერთო სარგებლობის ტრანსპორტით, სპეციალური მარშრუტებით, საუწყებო ტრანსპორტით/ იმ თანხების გარდა, რომელიც ექვემდებარება თვითღირებულებაზე მიკუთვნებას;

6. ფასთა სხვაობა პროდუქციაზე/ სამუშაოზე/ მომსახურებაზე/ და  სხვა მატერიალურ ფასეულობებზე, რომელიც მიეცათ საწარმოს მუშაკებს ან გაცემულ იქნა დამხმარე მეურნეობის მიერ საწარმოს საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე;

7. მუშაკთა დასვენების ორგანიზაციისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების ხარჯები: საგზურების ღირებულების ანაზღაურება, ექსკურსიებისა და მოგზაურობასთან დაკავშირებული, ასევე სპორტულ წრეებში, სექციებში კლუბებში მონაწილეობის ხარჯები, კულტურულ-სანახაობით და ფიზკულტურულ /სპორტულ/ ღონისძიებებზე დასწრება, მუშაკთა პირადი სარგებლობისათვის საქონლისა და ხელმოწერების ღირებულება და სხვა ანალოგიური სარჯები;

8. სხვა გაცემები მუშაკებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული შრომის ანაზღაურებასთან;

9. დანახარჯები ახალი ობიექტების მშენებლობის დაფინანსებაზე, გაფართოებაზე, ტექნიკურ გადაიარაღებაზე, მოქმედი წარმოების რეკონსტრუქციაზე, მოწყობილობების და წარმოების სხვა საშუალებების შეძენაზე;

10. ხარჯები საყარაულო და სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე;

11. აქციების, ობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები /ბლანკების შეძენა, მათი გავრცელებისათვის ბანკებისთვის საკომისიო გასამრჯელოების გადახდა და სხვა/;

12. ადგილობრივი საავტომობილო გზების მშენებლობაში, რეკონსტრუქციაში, რემონტსა და მოვლა-პატრონობაში მონაწილეობის ხარჯები იმ ხარჯების /ანარიცხების გარდა, რომელიც მთავრობის დადგენილების შესაბამისად უნდა მიეკუთვნოს საავტომობილო გადაზიდვების თვითღირებულებას;

13. ყველა სახის გადასახადის გადახდა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება საწარმოს განკარგულებში დაჩენილი მოგებიდან;

14. შენატანები ერთიანი საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად, აგრეთვე ერთობლივი საწარმოების, სააქციო საზოგადოებების, ასოციაციების შესაქმნელად;

15.კაპიტალური ხასიათის დანახარჯები გარემოს დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე;

ე, ანარიცხები საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის გაერთიანებების, ასოციაციების, კონცერნების მმართველობის აპარატის, აგრეთვე არასაუწყებო მმართველობის სტრუქტურის შენახვაზე;

17. საწარმოს ქონებისა და მუშაკების დაზღვევის ხარჯები (დაზღვევის იმ ხარჯების გამოკლებით, რომელიც გათვალისწინებულია საწარმოს ქონების და ცალკეული კატეგორიების მუშაკების სავალდებულო დაზღვევის ხარჯებით;

18. ხარჯები იმ შენობა-ნაგებობების შენახვაზე (საამორტიზაციო ანარიცხებისა და ყველა სახის რემონტის ჩატარებაზე დანახარჯების ჩათვლით), რომელიც გათვალისწინებულია საწარმოს მუშაკთა და მათი ოჯახის წევრებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო და ფიზკულტურულ გამაჯანსაღებელი მუშაობის ჩასატარებლად;

19. სათავსოების და ინვენტარის შენახვაზე გაწეული ხარჯები (საამორტიზაციო ანარიცხებისა და ყველა სახის რემონტზე დანახარჯების ჩათვლით), რომლებიც გადაეცათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებს, ოსტატთა სკოლებსა და განათლების სხვა დაწესებულებებს სასწავლო მიზნებისათვის, პროფკავშირულ და სხვა დაწესებულებებს, აგრეთვე პოლიკლინიკებს, საავადმყოფოებს და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ემსახურებიან საწარმოს მუშაკებს (გარდა იმ სათავსოებისა და ინვენტარისა, რომლებიც გადაცემულ იქნა სამედიცინო პუნქტების მოწყობისათვის უშუალოდ საწარმოს ტერიტორიაზე);

20. სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებების (საბავშვო ბაღები, ბაგები), ბანაკების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, უფროსი კლასის მოსწავლეთა დახელოვნებისა და შრომითი ბანაკების სახის რემონტზე დანახარჯების ჩათვლით);

21. ხარჯები საცხოვრებელი ბინების და სხვა არასამრეწველო ხასიათის ობიექტების მშენებლობის დაფინანსებაზე;

22. საწარმოს ბალანსზე მყოფი უმაღლესი და საშუალო სასწავლო დაწესებულების პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების შენახვის სარჯები;

23. სკოლებისათვის, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლებისათვის, ინვალიდთა და მოხუცთა სახლებისათვის, სოფლის მეურნეობისათვის და სხვა დახმარებაზე გაწეული ხარჯები;

24. საწარმოს ბალანსზე მყოფი საბინაო კომუნალური მეურნეობის ზარალის დასაფარავად გაწეული ხარჯები;

25. საწარმოს დამხმარე სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯები;

26. ხარჯები საწარმოს ბალანსზე მყოფი პროფილაქტორიების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების და სხვა გამაჯანსაღებელი ორგანიზაციების ზარალის დასაფარავად;

27. საწარმოს ბალანსზე მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რედაქციების (გაზეთები, რადიოგრამები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სხვა სახეები) შენახვის ხარჯები, რომელიც საწარმოს ძირითად საქმიანობად არ ითვლება;

28. საჯარიმო სანქციები და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხები, როგორიცაა: გაჭუჭყიანებისაგან და სხვა მავნე ზემოქმედებისაგან გარემოს დაცვის არსებული მოთხოვნების დაუცველობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას დადგენილ ლიმიტებს ზევით, სანიტარული წესებისა ნორმების დაუცველობისას გაწეული ხარჯებიდან, დაუსაბუთებლად მიღებული მოგება, მოგებან დაბეგვრას სხვა ობიექტების დამალვის (შემცირების) შემთხვევები;

29. სხვა სახის საჯარიმო სანქციები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარებიან ბიუჯეტში შეტანას;

30. პროფკავშირული ორგანიზაციებისათვის ანარიცხებთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც გათვალისწინებულია კოლექტიური ხელშეკრულებით.

31. სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები/ /თავშესაფრებისა და რადიაციის საწინააღმდეგო საფრების მშენებლობა, ქიმიური იარაღისაგან ინდივიდუალური დაცვის საშუალებათა შეძენა, საპროექტო საძიებო სამუშაოების ჩატარება;

32. დანარჩენი ხარჯები, რომლებიც არ არის შეტანილი გადაზიდვების თვითღირებულების შემადგენლობაში.

შენიშვნა: სხვა ხარჯების ასახვის დროს უნდა იხელმძღვანელოთ  საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს N565 დადგენილებით დამტკიცებულ  „პროდუქციის /სამუშაოების, მომსახურების/ თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობისა და ფინანსური შედეგების ფორმირების წესის შესახებ“ დებულებით.