„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 216/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017836
216/ნ
31/10/2019
ვებგვერდი, 01/11/2019
430030000.22.022.017836
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №216/ნ

2019 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,   უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე მუხლი:

მუხლი 39. 2019 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების გზით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების გამოცხადების მიზნით, დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალური პროგრამაში ასახული მონაცემების ცვლილების წესი

1. დაწესებულებას უფლება აქვს, შეცვალოს 2019 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების გამოცხადების ფარგლებში, მის მიერ მართვის სისტემის სპეციალური პროგრამაში ამ წესის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ასახული ინფორმაცია პროგრამაზე მისაღები თავისუფალი ადგილების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას პროგრამის განხორციელების უფლება ასევე მოპოვებული აქვს ისე, რომ ამ პროგრამის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში და ამ პროგრამაზე მისაღები ადგილების ზღვრული ოდენობა საერთოა განხორციელების გზის მიუხედავად.“.

მუხლი 2
დაწესებულება ვალდებულია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლით გათვალისწინებული ცვლილების მოთხოვნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიმართოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი