დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57.05.1223 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 04/12/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 04/12/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.012.000.082 |
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება
ოქმი №57.05.1223
1995 წლის 4 დეკემბერი
სახელმწიფო მფლობელისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
სამინისტროს მიერ შემუშავებულია და საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროსთან შეთანხმების (წერილი №II-3/3-679,27.II.95 წ.) საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგია ადგენს:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო მფლობელისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკა“ /თან ერთვის/.
2. დაევალოს იურიდიულ განყოფილებას „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარება საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ კ. იოსელიანს.
მინისტრი
კოლეგიის თავმჯდომარე ა. სილაგაძე
კოლეგიის მდივანი ნ. მეტრეველი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები