თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის N32 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016487
38
29/10/2019
ვებგვერდი, 01/11/2019
010250050.35.163.016487
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის N32 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2019 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის 32 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის 32 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/10/2019, 010250050.35.163.016481).

1. დადგენილების დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე

დანართი 2

ავტომობილების კლასების განაწილებამინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული  ფლობის ღირებულება

მუხლი 1

ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მისი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას.

მუხლი 2

ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს.

მუხლი  3

1. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ზოგადი დანიშნულების:

ა) სამორიგეო;

ბ) მომარაგების;

გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – განისაზღვროს მოცემული ცხრილის  შესაბამისად:

N

III კლასის მსუბუქი ავტომობილები

1

ძრავის მოცულობა არანაკლებ  (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.1

2

ცხენის ძალა არანაკლებ

77

3

გადაცემათა კოლოფი

ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი

4

სიგრძე არანაკლებ

3850

5

სიგანე არანაკლებ

1695

6

სიმაღლე არანაკლებ

1455

7

წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს

12 ლიტრი

8

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი);  3 წელი ან 150000  კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი,გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) 

9

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერთიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი)  ან IIHS  (ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

10

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

11

აუცილებელი მოთხოვნები

-  სათადარიგო საბურავი;

-  წინა 2 უსაფრთხოების ბალიში;

-  კონდიციონერი;

-  აუდიოსისტემა;

-  უკანა საქარე მინის

    ელ. გათბობა;

-  საჭის გამაძლიერებელი;

-  ABS.

შენიშვნა: სათადარიგო საბურავის არქონა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქარხნულად არ მოყვება.

ე) მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – განისაზღვროს მოცემული ცხრილის შესაბამისად:

N

III  კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

1

ძრავის მოცულობა არანაკლებ  (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.0

2

ცხენის ძალა არანაკლებ

82

3

გადაცემათა კოლოფი

ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი

4

სიგრძე არანაკლებ

3665

5

სიგანე არანაკლებ

1600

6

სიმაღლე არანაკლებ

1575

7

წვა (შერეული წვის პირობებში)  100 კმ-ზე არაუმეტეს

12 ლიტრი

8

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი);  3 წელი ან 150000  კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) 

9

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერთიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი)  ან IIHS  (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

10

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

11

აუცილებელი მოთხოვნები

-  სათადარიგო საბურავი;

-  წინა 2 უსაფრთხოების ბალიში;

-  კონდიციონერი;

-  აუდიოსისტემა;

-  უკანა საქარე მინის

    ელ. გათბობა;

-   საჭის გამაძლიერებელი;

-  ABS;

-  4x4.

შენიშვნა: სათადარიგო საბურავის არქონა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქარხნულად არ მოყვება.

ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის - 20 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში;

ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის – 25 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

2. განპიროვნებული: თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეებისათვის, როდესაც მუნიციპალიტეტის მთლიანი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე.

მუხლი 4

1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:

ა)  ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;

ბ) პიკაპი;

გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით.

2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს მოცემული ცხრილის  შესაბამისად:

 N

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

1

ძრავის მოცულობა არანაკლებ  (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.1

2

ცხენის ძალა არანაკლებ

102

3

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი

4

სიგრძე არანაკლებ

5000

5

სიგანე არანაკლებ

1755

6

სიმაღლე არანაკლებ

1760

7

წვა (შერეული წვის პირობებში)  100 კმ-ზე არაუმეტეს

12 ლიტრი

8

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი);  3 წელი ან 150000  კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) 

9

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერთიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი)  ან IIHS  (ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

10

ელექტროშუშები

 მინიმუმ წინა ორი

11

აუცილებელი მოთხოვნები

-  სათადარიგო საბურავი;

-  მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში;

-  კონდიციონერი;

-  აუდიოსისტემა;

-  საჭის გამაძლიერებელი;

-  4x4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის     

    ფუნქციით;

-  ABS;

-  საჭის სიმაღლის მარეგულირებელი;

-  სარკეების ელ. რეგულირება.

3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მუხლი 5

შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

მუხლი 6

შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

მუხლი 7 

დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება  ელექტრომობილების შესყიდვაზე.