„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №378 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №378 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016954
457
30/10/2019
ვებგვერდი, 30/10/2019
010320020.22.027.016954
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №378 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №457

2019 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №378 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №378 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/12/2019, სარეგისტრაციო კოდი:  010320020.22.027.016878) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის საგამოძიებო/სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;“.

2. მე-11 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოძიების ჩატარება კანონმდებლობით განსაზღვრული სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის საგამოძიებო/სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;“.

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაციას სატელეფონო შეტყობინებით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი