დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.132.016457 |
|
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 24/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-6 მუხლის 6.8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.8. სარეკრეაციო ზონა (რზ): ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები: • პარკები; • ბაღები; • სკვერები; • ბულვარები; • დეკორატიული გაფორმების ობიექტები; • მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები, კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა); • სპორტული მოედნები; • პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები; • სავაჭრო პავილიონები; • ატრაქციონები; • საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, პირსები, ელინგები); • საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები; • საზოგადოებრივი ტუალეტები; • სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბაზები, კინოთეატრები); • სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები); • სათამაშო ავტომატების დარბაზები, საბილიარდოები და ა.შ.; • ზოოპარკები; • კაფეები, რესტორნები; • სასტუმროები; • საეკლესიო ობიექტები; • სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები; • ადმინისტრაციის შენობები. • სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები